ნიღაბი, რომლის დახმარებით თვალების გარშემო შავ წრეებს სამუდამოდ დაემშვიდობებით

1432
frenis kompensacia
frenis kompensacia

კარტოფილის ნიღაბი, თვალების გარშემო კანს ძალიან ეფექტურად აახალგაზრდავებს. ის ხსნის შეშუპებას და შავ წრეებს აქრობს. თუ ამ ნიღაბს კვირაში ორჯერ გამოიყენებთ, კანი უფრო ნაზი, გლუვი და ელასტიური გახდება. კარტოფილი ასევე ფერმენტ კატეხოლს შეიცავს, რომელიც კოსმეტიკაში კანის ფერის გაღიავებისთვის გამოიყენება.

 

თქვენ დაგჭირდებათ:
2 ს/კ გახეხილი უმი კარტოფილი
2 ნაჭერი დოლბანდი (ან ბამბის ტამპონი)

როგორ მოვამზადოთ:
გახეხილი კარტოფილი დოლბანდის ორ ნაჭერზე დადეთ (1 ს/კ თითო ნაჭერზე) და თვალის არეზე დაიდეთ.

ნიღაბი 20–30 წუთით დაიტოვეთ, შემდეგ კი, თბილი წყლით, ან გვირილას ჩაით ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი კვირაში 2–3ჯერ გამოიყენეთ, მას უკუჩვენებები არ აქვს.

ამინდი
amindi