ეს მნიშვნელოვანია – გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და აჯანსაღებს კანს

4783

ეს მნიშვნელოვანია – გთავაზობთ იმ საკვების ჩამონათვალს, რომელიც ახდენს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებას და აჯანსაღებს კანს

Რომელი ჩვენგანი იტყვის უარს რომ საათივით მუშაობდეს ჩვენი რეპროდუქციული სისტემა?

სრულყოფილ ჰორმონალურ ბალანსთან ერთად  ბრწყინვალე კანიც მნიშვნელოვანია.

მე რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვი, უფრო მეტიც, ვიცი, რომ გარკვეული საკვების ჭამა დამეხმარება ამ მდგომარეობისკენ მიმავალ გზაზე.

გვინდა თუ არა, ჰორმონები აკონტროლებენ ჩვენს განწყობას, მონელებას, ენერგიას, ლიბიდოს, მეტაბოლიზმს და იმასაც კი, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი კანი.

თუ ჩვენ არ მივაწოდებთ ჩვენს ორგანიზმს პროუქტებს,  მისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით, ჩვენი სხეული ვერ გამოიმუშავებს ჰორმონებს სათანადო რაოდენობით და შეინარჩუნებს სწორ ჰორმონალურ ბალანსს – მას უბრალოდ არაფერი აქვს წარმოსაქმნელი.

ადამიანის ორგანიზმს სჭირდება რეგულარული და დაბალანსებული სამივე კატეგორიის ნუტრიენტები: ნახშირწყლები, ცილები და განსაკუთრებით ცხიმები.

ცხიმი არის ერთ -ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ჰორმონალური ბალანსისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ცხიმის მიღების შემცირება კარგია, მაგრამ ქოლესტერინი და გაჯერებული ცხიმები ცუდია. ეს არის ტყუილი .

სწორი ცხიმები არის საწყისი მასალა, რომელიც ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ჯანსაღი ჰორმონალური ბალანსის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად.

აი რატომ: გარკვეული ცხიმოვანი მჟავები და ქოლესტერინი საჭიროა ჰორმონების წარმოებისთვის და თუ ჩვენს საკვებს არ აქვს საკმარისი რაოდენობით, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჰორმონალურ პრობლემებს – რადგან  სხეულს არაფერი აქვს,  რომ შექმნას საჭირო ჰორმონები.

ისევ და ისევ, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენს სხეულს სჭირდება გარკვეული ცხიმები უჯრედების აღსადგენად და ჰორმონების სტაბილიზაციისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის რეპროდუქციული სისტემისთვის.

1. სუფთა ცილა

  • დალბობილი კაკალი
  • ლობიო
  • მარცვლეული
  • ოსპი
  • ოჯახში გაზრდილი ქათამი, ინდაური, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, კვერცხი
  • ზღვის პროდუქტები ნატურალური.

2.Ჯანსაღი ცხიმები ჰორმონების წარმოებისთვის

ქოქოსის ზეთი (და საერთოდ ქოქოსისგან დამზადებული ყველა პროდუქტი). ის შეიცავს ლაურინის მჟავას, რომელიც წარმოუდგენლად სასარგებლოა კანისთვის და ძალზედ წარმოქმნის ჰორმონებს.

გარდა ამისა, ის კლავს დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს და ვირუსებს თქვენს ორგანიზმში, აძლევს  დამატებით ენერგიას, ადვილად შეიწოვება და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

ავოკადო მდიდარია ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს შეიწოვოს და გამოიყენოს სხვა საკვები ნივთიერებები. გარდა ამისა,  აქვს საკმარისი ბოჭკოვანი, კალიუმი, მაგნიუმი, ვიტამინი E, B ჯგუფის ვიტამინები და ფოლიუმის მჟავა. ეს ყველაფერი ეხმარება ჩვენს სხეულს ჰორმონალური ბალანსის ნორმალიზებაში.

კარაქი – მასში არის წყალში ხსნადი ვიტამინების A, D, E და K2 უმდიდრესი წყარო.  ეს საკვები ნივთიერებები ჩვენი სხეულის ჰორმონების წარმოების მთავარი “სამშენებლო’ მასალაა.

კარაქი შეიცავს დიდი რაოდენობით მოკლე და საშუალო ვადის ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნურ ფუნქციას, აძლიერებენ მეტაბოლიზმს და აქვთ ანტიმიკრობული თვისებები.

კვერცხის გული  მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, მათ შორის ვიტამინებით A, D, E, B2, B4, B6, B9, რკინით, კალციუმით, იოდით, ფოსფორით და კალიუმით, რაც კვერცხის გულებს წარმოუდგენლად სასარგებლოა რეპროდუქციული სისტემისთვის, ჰორმონალური ბალანსისთვის და კანის ჯანმრთელობისთვის.

ვიტამინი B4 და იოდი, გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების ძირითადი ელემენტებია.

თხილი და მარცვლეული

თხილი და მარცვლეული, ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი, კანაფი და სელის ზეთი – ამ ყველაფერს განუსაზღვრელი სარგებელი მოაქვს.

3. ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბოსტნეული

შეარჩიეთ ფერით, ყველაფერი, რაც მუქი მწვანე მოგეწონებათ: ბროკოლი, ისპანახი, მწვანილი, კიტრი და ა.შ.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა.

Facebook კომენტარები