გადავწყვიტე, გასწავლოთ თქვენთვის ერთი მეტად  სასარგებლო რეცეპტი – ასე მარტივად დარეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე.

278

გადავწყვიტე, გასწავლოთ თქვენთვის ერთი მეტად  სასარგებლო რეცეპტი – ასე მარტივად დარეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე.

დაბინძურებული გარემო, უმოძრაობა, არასწორი კვება, თამბაქო, სტრესები – ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტორებისა, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს.

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ სწორ კვებაზე, დღეს რამდენი კალორია მივიღე და ქოლესტერინი რა მდგომარეობაში მაქვსო ამას თავის თავს არავინ ეკითხება, მითუმეტეს მამაკაცები. ამიტომაც ყველაზე ხშირად მათ აწუხებთ მაღალი ქოლესტერინი, ის კი მოგეხსენებათ გულსისხლძარღვთა პათოლოგიების ლამის მთავარი მიზეზია.

ქოლესტერინი რამე საშინელება არ გეგონოთ; ის, ასე ვთქვათ, უჯრედების “საშენი მასალაა“. სწორედ მისი წყალობით წარმოიქმნება ორგანიზმში მრავალი ჰორმონი (მათ შორის სასქესოც) და D ვიტამინი. ქოლესტერინის 80%-ის სინთეზი ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე ორგანიზმშივე მიმდინარეობს, 20 %-ს კი საკვების მეშვეობით ვიღებთ.

აიღეთ 5 ცალი ლიმონი, გარეცხეთ და გამოწურეთ წვენი. დარჩენილი რბილობი კანიანად მოათავსეთ ორლიტრიან ქილაში, დაამატეთ 1 თავი დანაყილი ნიორი და დაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ კარგად დაიფაროს.

ქილა საგულდაგულოდ შეფუთეთ და დილამდე სითბოში დადგით. დილით გადაწურეთ, დაამატეთ ლიმონის გამონაწური და 2-3 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი, კარგად აურიეთ და დაიწყეთ ამ ნარევის მიღება ასეთი რეჟიმით: 30 გრამი დღეში ერთხელ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობა 3 კვირა გრძელდება. შემდეგ 1 კვირა შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. ქოლესტერინი საგრძნობლად დაგიქვეითდებათ.

დაიხსომეთ: ქოლესტერინის დონის მომატება განგაშის სიგნალია. იგი ხომ ათეროსკლეროზის, მაშასადამე, ინსულტების, მიოკარდიუმის ინფარქტების, არტერიული თრომბოზის რისკ-ფაქტორთაგანია.

რჩევები:
    • ქოლესტერინის დონე რომ დაგიქვეითდეთ, რაციონიდან ამოიღეთ რძე, ნაღები, ცხიმიანი ყველი და იოგურტი, ბულიონები, ხიზილალა, კვერცხის გული,  ტვინი, ღვიძლი, ბატის ხორცი, ცხიმიანი ხორცი, სოსისი, კარაქი, მაიონეზი, შემწვარი კარტოფილი, ნაყინი, პუდინგი, საკონდიტრო ნაწარმი, შოკოლადი, ცხიმის შემცვლელი სასმელები.
    • იმოძრავეთ: იარეთ ფეხით, იცურავეთ, იჯირითეთ, – მაგრამ ზომას ნუ გადახვალთ, გადაღლა და გადატვირთვა არანაკლებ მავნებელია.
    • კარგია მზესუმზირისა და სიმინდის ზეთი, ქათმის, ინდაურის, ხბოს, კურდღლის ხორცი, კვერცხის ცილა, ცხიმმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, თეთრი თევზი, ხილი, პარკოსნები, მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, მწვანილი.

 

Facebook კომენტარები