ნივრის ზეთის სასწაულმოქმედი თვისებები. გასწავლით მის მომზადებას და გამოყენებას
სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი — ზედაპირულად, ზოგიც — ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.
არტერიები
არტერიებს უჯრედებამდე საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი მიაქვთ. მათი კედლები შედგება შიგნითა — ენდოთელური, შუა — კუნთოვან-ელასტიკური და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსისგან.
მსხვილი არტერიების შუა გარსში ელასტიკური ქსოვილი ჭარბობს, წვრილისაში კი კუნთოვანი, ამიტომ მსხვილი არტერიების სანათურის ცვლილება უფრო გულის მუშაობაზეა დამოკიდებული, ხოლო წვრილი არტერიებისა — უფრო კუნთების ტონუსზე.
ვენები
ვენებს უჯრედებიდან ნახშირორჟანგითა და დაშლის, ცხოველქმედების მავნე პროდუქტებით მდიდარი სისხლი გამოაქვთ. მათ არტერიების მსგავსი აგებულება აქვთ, მაგრამ კუნთებით ღარიბნი არიან.
სისხლძარღვების მდგომარეობაზეა დამოკიდებული არტერიული წნევა, გულის მუშაობა და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა.
ამიტომაც, როგორც კი პენსიაზე გავედი, გადავწყვიტე, ამიერიდან საკუთარ ჯანმრთელობაზე უფრო მეტად მეფიქრა — ხომ გაგიგონიათ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო.
მეუღლე დამცინოდა, შენს ასაკში კაცი ავადმყოფობის პროფილაქტიკაზე კი არა, იმ ქვეყნად წასვლაზე უნდა ფიქრობდესო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ცდებოდა და თვითონაც მომბაძა.
რაში მდგომარეობს ჩემი საიდუმლო: ყოველ შემოდგომაზე ვიტარებ ნივრის ზეთით მკურნალობის კურსს. ვიღებ ერთ თავ საშუალო ზომის ნიორს, ვფცქვნი, ვჭყლეტ და ვასხამ ერთ ჭიქა არარაფინირებულ მზესუმზირის ზეთს.
ვდგამ მაცივრის ქვედა თაროზე,
ერთ კვირას ვტოვებ და ვიწყებ მკურნალობას.
მიღების წესი ასეთია:
ნივრის ზეთი უნდა გააზავოთ ერთ ჩაის კოვზ ლიმონის წვენში, რომელიც უშუალოდ მიღების წინ უნდა გამოიწუროს და დალიოთ. ნარევი მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი გრძელდება ერთიდან სამ თვემდე.
ეს სისხლძარღვების გამაფართოებელი არაჩვეულებრივი საშუალებაა, ხსნის თავის
ტვინისა და გულის მკვებავი სისხლძარღვების სპაზმს, უხდება ქოშინს და ძალიან ეფექტურია სკლეროზის დროს.
მის მოქმედებას მკურნალობის დაწყებისთანავე იგრძნობთ.
რასაკვირველია, ჯანმრთელობაზე მუდამ უნდა იზრუნოთ, მაგრამ სისხლძარღვებს
ყველაზე მეტი ყურადღება შემოდგომასა და გაზაფხულზე, ატმოსფერული წნევის ცვალე-
ბადობისას სჭირდება.