სუპი, რომელიც 100 % -ით ძლიერია ნებისმიერ ანტიბიოტიკზე! გრიპის, გაციების, ყურის ინფექციების და მრავალი სხვა ჯანმრთელობის პრობლემის დროს უებარია!
რა არის გაციება?
გაციება (სურდო) მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს. მარტო აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში აღინიშნება გაციების ერთი მილიარდი შემთხვევა. ბავშვები წლის განმავლობაში 6-10-ჯერ ხდებიან ავად გაციებით.
რა იწვევს გაციებას?
დღეისათვის ცნობილია 200 სახის ვირუსი, რომლებიც განაპირობებენ გაციების სიმპტომებს. ყველაზე ხშირად გაციებას იწვევს რინოვირუსი (ბერძნულად “Rhin" ცხვირს ნიშნავს). გაციებას განაპირობებს ასევე პარაგრიპის ვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.). თუმცა შემთხვევათა 30-50%-ში დაავადების გამომწვევის დადგენა ვერ ხერხდება.
როდის არის გაციება უფრო ხშირი?
გაციება უფრო ხშირია გვიან შემოდგომასა და ზამთარში. დაავადების გახშირება დაკავშირებულია გაციებასთან, რაც ზრდის დახურულ სივრცეში (სკოლა, ბაგა-ბაღი და სხვ.) ყოფნის ხანგრძლივობას და ინფექციის გადაცემის შანსს. დაავადების სიხშირეზე გავლენას ახდენს ასევე ტენიანობა – გაციების გამომწვევი ვირუსები უფრო დიდხანს ძლებენ დაბალი ტენიანობის დროს წელიწადის უფრო ცივ თვეებში.
გრიპის, გაციების, ყურის ინფექციების და სხვათა სამკურნალოდ, მოამზადეთ ეს ვიტამინებით გაჯერებული წვნიანი. მასში შემავალი ინგრედიენტები ვირუსების მოსაკლავად და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საუკეთესოა!
ეს წვნიანი უნდა გასინჯოთ და გაოცდებით რამდენად ეფექტურია.
ნიორი უფრო ეფექტურია ვიდრე ზოგიერთი ანტიბიოტიკი! - ასე ამბობენ ვაშინგტონის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის კვლებზე დაყრდნობით.
საჭირო ინგრედიენტები:
- 25 კბილი ნიორი (გახეხილი)
- 2 სუფრის კოვზი კარაქი
- 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 2 დიდი ხახვი წვრილად დაჭრილი
- 1 ჩაის კოვზი ქინძი
- 6 ჭიქა ( 250 მლ ჭიქა) ქათმის ბულიონი
- 1 კონა მწვანილი (ოხრახუში,ნიახური, დაფნის ფოთოლი)
- 3 ჭიქა სუხარის კუბიკები
- 1 ჭიქა არაჟანი
საწყის ეტაპზე ღუმელი წინასწარ უნდა გაახუროთ 180 გრადუსზე. გამოყავით ნივრის მთლიანი რაოდენობის 1/3. ნიორს მოასხით ზეითუნის ზეთი და შეფუთეთ ფოლგაში. გამოაცხვეთ ღუმელში 90 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააციეთ ნიორი. ქვაბში გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი (2 სუფრის კოვზი) და კარაქი. ხახვი მოთუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დარჩენილი ნიორი უნდა გჭყლიტოთ და ჩაშუშულ ხახვს დაუმატოთ. ადუღეთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დაამატეთ ღუმელში მომზადებული ნიორი. ყველაფერი კარგად აურიეთ, დაუმატეთ ხახვი, დაასხით ქათმის ბულიონი და დაუმატეთ მწვანილი. მარილი და წიწაკა თქვენი გემოვნებით.
ამის შემდეგ დაუწიეთ ქურას და დაბალ ცეცხლზე გააჩერეთ რამდენიმე წუთი, დაუმათეთ არაჟანი და სახლში მომზადებული სუხარის კუბები. მერწმუნეთ ამაზე უკეთეს წამალს ვერ იპოვით ვერც ერთ აფთიაქში.