წლების წინ შემაწუხა გადაჭარბებულმა ოფლიანობამ. რა აღარ ვცადე მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ხალხური მედიცინის წიგნში ამ რეცეპტებს მივაგენი 

5366

წლების წინ შემაწუხა გადაჭარბებულმა ოფლიანობამ. რა აღარ ვცადე მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ხალხური მედიცინის წიგნში ამ რეცეპტებს მივაგენი 

ჭარბი ოფლიანობა არის მდგომარეობა, როცა ორგანიზმიდან რეკომენდებულზე, ნორმაზე მეტი ოფლი გამოიყოფა. გასათვალისწინებელია გარემოს ტემპერატურა, სტრესის ფაქტორი, აქტივობის დონე. სწორედ ამიტომ ზედმეტი ოფლიანობა გვხვდება მაშინ, როცა ოფლი ჰაერის ტემპერატურასთან თუ ფიზიკურ აქტივობასთან შეუსაბამოდ ჭარბად გამოიყოფა.

ჭარბი ოფლდენის გამო სავსებით შესაძლებელია ხელი შეგეშალოთ ყოველდღიურ აქტივობაში, შეგექმნათ შფოთვის განცდა საზოგადოებაში ყოფნის დროს ან თავი უხერხულად იგრძნოთ. თუმცა ჭარბ ოფლიანობაში უხერხული არაფერია და ერთადერთი რაც გევალებათ ისაა, გამომწვევი მიზეზის დადგენისა და შესაბამისი რეკომენდაციისთვის დროულად მიმართოთ ექიმს.

ჭარბ, ზედმეტ ოფლიანობას სამედიცინო ენაზე ჰიპერჰიდროზი ეწოდება.

ჰიპერჰიდროზი შესაძლოა განვითარდეს მთლიან სხეულზე ან ოფლმა მოიცვას ორგანიზმის ერთი კონკრეტული არე.

როგორც წესი, ჭარბი დოზით ოფლი გვხვდება ხელისა და ფეხის გულზე, იღლიაში, სახეზე.

გამომწვევი მიზეზი

თუ ჭარბ ოფლიანობას არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემა, ამ მდგომარეობას პირველადი ჰიპერჰიდროზი ეწოდება. პირველადი ჰიპერჰიდროზი ნაწილობრივ მემკვიდრულია.

მეორეული ჰიპერჰიდროზის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ ჭარბი ოფლიანობა დაავადებით, პათოლოგიით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევითაა გამოწვეული.

ჭარბი ოფლიანობის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

დიაბეტური ჰიპოგლიკემია; ენდოკარდიტი; გაურკვეველი მიზეზით განვითარებული სიცხე; შფოთვითი აშლილობა; გულის შეტევა; ჰაერის მაღალი ტემპერატურის, სიცხის გამო ორგანიზმის დაუძლურება, დასუსტება;ჰიპერჰიდროზი; ჰიპერთირეოზი; ლეიკემია; მალარია; მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; მენოპაუზა; სიმსუქნე; სტრესი; ტუბერკულოზი და სხვა.

რამდენიმე წლის წინ დამეწყო ჭარბი ოფლიანობა. მისი მიზეზი დღემდე ვერ დამიდგენია,  მაგრამ საკმაო უსიამოვნება კი მომაყენა. ექიმსაც მივმართე,  მაგრამ საბოლოოდ მაინც ვამჯობინე, ხალხური საშუალებებით მეცადა ამ პრობლემის მოგვარება.

დავიწყე ლიტერატურის ძებნა, გაცნობა და რამდენიმე რეცეპტს მართლაც მივაგენი.

ყველაზე მარტივ და ეფექტურ რეცეპტებს თქვენც გაგიზიარებთ:

თუ იღლიის მიდამოს გადაჭარბებული ოფლიანობა გაწუხებთ, ეს ადგილი შვიტის
არაყზე დამზადებული ნაყენით გაიწმინდეთ. ამისთვის საჭიროა, 1 წილ შვიტას დაასხათ 10 წილი არაყი და 1 დღე-ღამით დააყენოთ, შემდეგ კი გადაწუროთ. ამ ნაყენით კანი დღეში 1-2-ჯერ უნდა გაისუფთაოთ.

თუ სახე გიოფლიანდებათ, დღეში 2-ჯერ — დილა-საღამოს — გაიწმინდეთ აუდუღარი რძით ან მუქი ცივი ჩაის ნაყენით.

პროცედურის შემდეგ სახე არ შეიმშრალოთ, აცადეთ, თავისით გაშრეს.

– ტერფების ჭარბი ოფლიანობისას აიღეთ მუხის ქერქი, დააქუცმაცეთ და ბლომად ჩაიყარეთ წინდებში. პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე, ვიდრე ოფლისდენა ნორმაში არ ჩადგება.

აუცილებლად სანახავი:ნახეთ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იმუნიტეტი აიმაღლოთ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Facebook კომენტარები