ნაღვლის ბუშტის გაწმენდა ამ მეთოდებით ყველაზე ადვილი და ბიუჯეტურია
რამდენიმე წელია, მაწუხებს ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. დავდივარ ექიმთან, ვიტარებ სათანადო მკურნალობას, მაგრამ ამ პრობლემის დროს რეკომენდებულია პერიოდულად ნაღვლის ბუშტის გაწმენდაც. ამისთვის:
-დილით, უზმოზე, დალიეთ 1 ჩაის ჭიქა მინერალური წყალი. შეგიძლიათ, 30 მლ ზეთს შეურიოთ ერთი ლიმონის წვენი და მინერალური წყლის მაგივრად ის მიიღოთ. ნახევარი საათის შემდეგ დაწექით მარჯვენა გვერდზე, დაიდეთ სათბური და ერთი საათი ასე დარჩით.
ამის შემდეგ აუცილებელია აქტიური მოძრაობა. ეს პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 1-ხელ, 5 კვირის განმავლობაში.
წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ თითო ჩაის კოვზი გვირილა, პიტნა, კატაბალახას ფესვი და ფიჭვის გირჩა.
დაასხით ამ ნარევს 1 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გადაწურეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებით თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.
დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ჭურჭელი ჩადგით ორთქლის აბაზანაში 15 წუთით. გადმოდგით და გადაწურეთ. წამალი მზად არის. უნდა სვათ თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე.
2-3 კვირის შემდეგ შესამჩნევ შვებას იგრძნობთ, შეტევები უფრო და უფრო გაიშვიათდება და თვალნათლივ დაგეტყობათ გამოკეთება. მატიტელას ბალახი და ფესვი წმენდს ნაღვლის სადინარებს, ღვიძლს და თირკმელებსაც კი.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით.
აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ბრონქიტის წინააღმდეგ – სცადეთ და არ ინანებთ
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.