ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების სიმპტომები. საჭირო ინფორმაცია, რომელიც ბევრს გამოადგება

2443
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები თანამედროვე სამყაროში ძალიან გავრცელებულია. ამაზე ჩვენი ცხოვრების წესის ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ორგანიზმის იოდით მომარაგებაზე, ხოლო მისი ფუნქციის მოშლა ძირითადად ორი მიმართულებით: გამომუშავებული ჰორმონების სიჭარბით ან, პირიქით, მათი ნაკლებობით ვლინდება. დაავადებების სიმპტომები ამის შესაბამისად იჩენს თავს.

ფარისებრი ჯირკვალი- არის პატარა ორგანო ყელის მიდამოში და ფორმით პეპელას ჰგავს. დაუჯერებელია, მაგრამ ის უდიდეს ზეგავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. ის 3 ტიპის ჰორმონს გამოჰყოფს:

ტრიიოდთირონინს (Т3)
თიროქსინს (Т4)
დიიოდთიროზინს (Т2)

წარმოქმნილი ჰორმონების 90 % Т4–ის არააქტიური ფორმაა. შემდეგ კი, ჩვენი ღვიძლი მას Т3–ის აქტიურ ფორმად, ფერმენტის დახმარებით აქცევს.

როდესაც ორგანიზმში, ყველაფერი კარგად არის, T3 და T4 ოდენობა სწორია და შესაბამისად ყოველი უჯრედის მეტაბოლიზმიც კონტროლის ქვეშაა. თუ ჰორმონ T3–ის რაოდენობა არასაკმარისია, ორგანიზმში ცვლილებები ვითარდება.

თუ ფარისებრი ჯირკვალი, ჰიპერაქტიური ხდება, ვითარდება ჰიპერთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გაძლიერებული წარმოქმნით. მაგრამ თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია დაქვეითებულია და ის ჰორმონების არასაკმარის რაოდენობას გამოჰყოფს, ვითარდება ჰიპოთირეოზი, ანუ ორგანიზმი თირეოიდული ჰორმონების დეფიციტს განიცდის.

გთავაზობთ ჰიპოთირეზოის სიმპტომებს:
დაღლილობა
ენერგიის დაკარგვა
დეპრესია
სიცივის აუტანლობა
კანის და თმის სიმშრალე
წონაში მომატება
თმის ცვენა
ძილის აპნოე
მეხსიერების დარღვევები
ცუდი კონცენტრაცია
სმენის გაუარესება
ბრადიკარდია, ანუ გულისცემის შენელება
მენსტრუალური ციკლის დარღვევები
კუჭში შეკრულობა
ხმის ჩახლეჩა
სისუსტე
განწყობის ცვლილებები
კუნთების სისუსტე და ტკივილი;
სახსრების ტკივილი
ცუდი მადა

მკურნალობის დროს, ხშირად ხდება არასაკმარისი ჰორმონის ჩანაცვლება. ეს საკმაოდ რთული პროცესია. ის თირეოიდული სტატუსის ისეთ დაბალანსებას გულისხმობს, რომ სრულყოფილად დაკმაყოფილდეს ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ორგანო ჩვენს ორგანიზმზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს და ამიტომ ყურადღებას მოითხოვს!

frenis kompensacia
frenis kompensacia