ის, რაც აქამდე არ იცოდით გრეიფრუტის შესახებ
1. გრეიფრუტი 92%-ით წყლისგან შედგება, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ხილს შორის. ვინაიდან წყალი არის ჩვენი ორგანიზმის და შესაბამისად ჩვენი ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მიერ მიღებული სითხის 20% საკვებ პროდუქტებზე მოდის, ამდენად გრეიფურტის საკვებ რაციონში ჩართვის, ყოველდღიური წყლის რაოდენობასაც მნიშვნელოვნად გაზრდით.
2. რიგი კვლევების თანახმად გამოვლინდა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკვების მიღებამდე ნახევარ გრეიფრუტს მიირთევენ ცოცხლად ან ახლადგამოწურული წვენის სახით, უფრო მარტივად იკლებენ წონაში. ნახევარ გრეიფრუტში საშუალოდ 39 კილოკალორიაა, ეს ცნობისთვის.
3. თეთრი ფენა, რომელიც გრეიფრუტის კანსა და რბილობს შორისაა მოთავსებული და რომელსაც, როგორც წესი, კანთან ერთად სანაგვე ყუთში გადავუძახებთ ხოლმე, ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით და მკვებავი ნივთიერებებით, ხსნადი უჯრედისით, მეტად გვანაყრებს და დადებითად მოქმედებს გლუკოზის რეაქციებზე. ასე, რომ მომწარო გემოს მიუხედავად, დიეტოლოგები მაინც გვირჩევენ ამ თეთრი ნაწილის მირთმევასაც.
გრეიფრუტს შეუძლია 15.5%-ით დაბლა დასწიოს ცუდი ქოლესტერინის დონე ორგანიზმში, ამტიცებენ ამერიკელი ექიმები გარკვეულ კვლევებზე დაყრდნობით. ეს კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ჯანმრთელობაზე.
5. მოწითალო გრეიფრუტი გაცილებით მეტი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიდრე ფორთოხლისფერი. ანტიოქსიდანტი ბეტაკაროტინი განსაზღვრავს ამ წითელ ფერს, ხოლო ლიკოპენი კი გულის დაავადებების და გარკვეული სახის სიმსივნეების განვითარების რისკს ამცირებს.
6. მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გრეიფრუტის ცოცხლად, ხილის სახით მირთმევა, ვიდრე წვენის სახით.
Ნუტრიენტები თითო ულუფაზე
ნახევარი საშუალო გრეიფრუტი შეიცავს:
კალორია: 41
ცხიმი: 0 გრამი
ქოლესტერინი 1: 0 მილიგრამი
ნატრიუმი: 0 მილიგრამი
ნახშირწყლები: 10 გ
ბოჭკოვანი: 1 გრამი
შაქარი: 9 გრამი
ცილა: 1 გრამი
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.