ამ მამაკაცის მაგალითი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სოკოს დაავადების 100%-ით განკურნება !
კანის სოკოვანი ინფექცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც სხვადასხვა ტიპის სოკოთია გამოწვეული.
სოკო ჩვენი კანისა და ლორწოვანი გარსის მიკროფლორის ბუნებრივი თანამობინადრეა და ნორმალურ პირობებში არ იწვევს დაავადებას.
ამიტომაც, ის მიიჩნევა პირობით პათოგენურ მიკროორგანიზმად. პირობით-პათოგენი დაავადების გამომწვევად მხოლოდ გარკვეულ, მისთვის ხელსაყრელ პირობებში გადაიქცევა.
რა სახის სოკოვანი ინფექციები გვხვდება კანზე?
არსებობს კანის სოკოვანი დაავადების მრავალი სხვადასხვა გამომწვევი. ძირითადად გვხვდება ზედაპირული მიკოზები (სოკოვანი დაავადებები), რომლებიც აზიანებს კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმოფიტოზები, თმას - ტრიქომიკოზები, ფრჩხილებს - ონიქომიკოზები. ასევე, არსებობს ღრმა მიკოზები.
რა პირობები უწყობს ხელს კანის სოკოვანი ინფექციის განვითარებას?
ინფექციის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები მრავალგვარია - ენდოგენური: ოფლიანობა, კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობა და სხვა.
ეგზოგენური ფაქტორები: დაავადების წყაროსთან კონტაქტი, ტენიანი და თბილი გარემო, ვიწრო და სინთეტიკური ტანსაცმელი, და ა.შ.
უნდა გვახსოვდეს, რომ თითქმის ყველა სოკოვანი ინფექციის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სითბო და ნოტიო გარემო. ზოგი სოკო თავს განსაკუთრებით კარგად ცხიმოვან გარემოში გრძნობს.
ჩახუთულ კანზე თავდაპირველად ვითარდება ადგილობრივი დაზიანება - დერმატიტი, აგრეთვე, თითებს შორის შეიძლება გაჩნდეს კანის აქერცვლა, ნახეთქები, მაცერაცია, რაც თავისთავად სოკოს გაჩენას უწყობს ხელს.
თავდაპირველად ეს დაავადება არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. მერე და
მერე ფრჩხილები სქელდება, ფორმას კარგავს და იფშვნება. შესაძლოა, ფეხსაცმლის ტარება შემაწუხებელიც კი გახდეს. შესახედავადაც ძალიან უსიამოვნოა.
მიშვებულ დაავადებას ხანგრძლივი, გულმოდგინე მკურნალობა სჭირდება, სოკოს საწინააღმდეგო წამლები, კი დღეს არცთუ ისე იაფია, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა და უკეთესობა მართლაც ვიგრძენი.
აიღეთ 100 გრამი კალანჰოე, 30 გრამი ევკალიპტის ზეთი, 10 გრამი თაფლი, 1 ჩაის
კოვზი ვაშლის ძმარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ხსნარი დადგით გრილ, ბნელ ადგილას 3 დღის განმავლობაში, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე დღეში 1-ხელ.
აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, გაჭყლიტეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმავე ოდენობის 90%-იანი სპირტი და 10-ჯერ მეტი გამოხდილი წყალი. ისვით ფეხებზე, ვიდრე სულმთლად არ მოგირჩებათ, მერწმუნეთ, ძალზე ეფექტურია.
აიღეთ 20%-იანი პროპოლისის ნაყენი ან მისი ექსტრაქტი, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ დაზიანებულ ფრჩხილზე. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველდღე. მალე დაზიანებული ფრჩხილი მოძვრება და მის ადგილას ჯანსაღი წამოვა.
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს ასევე ცირცელის ნედლ ფოთოლს. კარგად
უნდა გაწმინდოთ, დაიდოთ დაზიანებულ უბანზე და დოლბანდით დაიმაგროთ. ნახვევი ყოველდღე უნდა შეცვალოთ.
კარგია ასეთი ნაყენიც: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭერმის ფისი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა
არაყი და 3 დღით დააყენეთ. გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით ფეხის ფრჩხილზე ყოველდღე 1 თვის განმავლობაში. ფრჩხილი დარბილდება. ის ფაქიზად უნდა მოიჭრათ. მის ადგილას კი ახალი, ჯანსაღი ფრჩხილი ამოვა.