ამიერიდან ლიმონის ნამცხვარი თქვენი საყვარელი დესერტი გახდება!

2520
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

მსუბუქი დესერტის მოყვარულებს ლიმონის ნამცხვარი აუცილებლად მოგეწონებათ. მის გამოცხობას მხოლოდ ნახევარი საათი უნდა.

ლიმონის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

• 250 გრამი არაჟანი
• 110 გრამი კარაქი
• 0.5 ჩ/კ სოდა
• 2 ჭიქა ფქვილი
• 1.5 ცალი ლიმონი
• 1 ჭიქა შაქარი
• შაქრის პუდრა
• 1 ცალი კვერცხის გული

მომზადება;

1. არაჟნიან სოდას დაუმატეთ მდნარი კარაქი და კარგად აურიეთ.

2. ამ მასას ფქვილი პატარა პორციებით დაამატეთ. მოზილეთ ცომი, გაყავით რამდენიმე ნაწილად.

3. ლიმონი დაჭერით ნაჭრებად და ბლენდერში ერთ ჭიქა შაქართან ერთად აურიეთ.

4. ღუმელი 180 გრადუსზე მოამზადეთ. საცხობ ფორმას კარაქი გადაუსვით. ცომის ნახევარი გააბრტყელეთ მთელს ფორმაზე.

5. შიგთავსი გაბრტყელებულ ცომს გადაუსვით.

6. ამას კი ცომის მეორე ნახევარი დააფარეთ. ზემოდან კვერცხის გული გადაუსვით.

7. ნამცხვარს რამდენიმე ადგილას ჩანგლით უჩხვლიტეთ. მის ცხობას მხოლოდ 30 წუთი უნდა.

8. გააციეთ ნამცხვარი, შაქრის პუდრა მოაყარეთ.
ლიმონის ნამცხვარი მიირთვით ჩაისთან ერთად! აუცილებლად მოგეწონებათ!

frenis kompensacia
frenis kompensacia