დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა სისხლში შაქრის მაღალი დონე, თუმცა დღესდღეისობით ამ გამოცდილ პროდუქტებს ვღებულობ და მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სისხლში შაქრის მაღალი დონე (ჰიპერგლიკემია) ემართებათ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს. ბევრ ფაქტორს შეუძლია ხელი შეუწყოს ჰიპერგლიკემიის განვითარებას.
ესენია კვების და ფიზიკური აქტივობის არასრულფასოვნება, არადიაბეტური მედიკამენტები ან გლუკოზის შემამცირებელი წამლების დაბალი დოზით მიღება ან საერთოდ გამოტოვება.
ჰიპერგლიკემია აუცილებლად მოითხოვს მკურნალობას, რადგან მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხევაში მას სერიოზული გართულების გამოწვევა შეუძლია, რომლებიც სასწრაფო დახმარებას მოითხოვენ.
ამის მაგალითია დიაბეტური კომა. დიდი ხნის განმავლობაში არსებულ ჰიპერგლიკემიას, თუნდაც იგი არ იყოს მწვავე, შეუძლია დააზიანოს თვალები, თირკმელები, ნერვები და გული.
როდესაც სისხლში გლუკოზის დონე იზრდება, პანკრეასი იღებს სიგნალს ინსულინის გამოსანთავისუფლებლად. ინსულინი, თავის მხრივ, „აღებს“ უჯრედებს რათა შეძლოს გლუკოზამ მათში შესვლა და უჯრედისთვის ენერგიის მიწოდება. ჭარბი გლუკოზე ინახება ღვიძლში და კუნთებში გლიკოგენის სახით.
ეს პროცესი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს და ხელს უშლის მის საშიშ სიდიდემდე ასვლას. სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებასთან ერთად მცირდება პანკრეასიდან ინსულინის გამონთავისუფლებად.
ადრეული ნიშნები და სიმპტომები
ჰიპერგლიკემიის ადრეული სიმპტომების აღმოჩენა დაგეხმარებათ დროულ მკურნალობაში. ესენია:
- ხშირი შარდვა
- გაძლიერებული წყურვილი
- მხედველობის დაბინდვა
- ზოგადი სისუსტე
- თავის ტკივილი
მოგვიანებითი ნიშნები და სიმპტომები
ჰიპერგლიკემიის მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში მან შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიური მჟავების (კეტონების) დაგროვება სისხლში და შარდში (კეტოაციდოზი). ნიშნები და სიმპტომებია:
- ხილის-სუნიანი სუნთქვა
- გულისრევა და პირღებინება
- სუნთქვის უკმარისობა
- პირის სიმშრალე
- სისუსტე
- დაბნეულობა
- კომა
- მუცლის ტკივილი
Დაბალი გლიკემიური საკვები (მასშტაბი 0-დან 54-მდე):
- 1 კვერცხი - 0
- 1 ჭიქა ჰუმუსი - 6
- 1 ჭიქა ნიგოზი - 15
- 1 ჭიქა ბროკოლი - 10
- 1 ვაშლი - 38
- 1 ჭიქა ალუბალი - 22
- 1 პორცია სპაგეტი - 42
- 1 ჭიქა იოგურტი - 23
- 1 ჭიქა მწვანე ყურძენი - 46
- 1 სტაფილო - 47
- 1 ჭიქა ლობიო - 34
- 1 ბანანი - 52
- 1 ჭიქა კრემის ლობიო - 31
- 1 ფორთოხალი - 48
ზომიერად გლიკემიური საკვები (მასშტაბი 55-დან 69-მდე):
- 1 ჭიქა შვრიის ფაფა - 58
- 1 ჭიქა თეთრი ბრინჯი - 64
- 1 სუფრის კოვზი თაფლი - 55
- 1 ჭიქა ყავისფერი ბრინჯი - 55
მაღალი გლიკემიური საკვების (70-100 მასშტაბის) თავიდან აცილება:
- 2 ჭიქა პოპკორნი - 72
- 50 გ გლუკოზა - 100
- 1 საშუალო კარტოფილი - 85 ც
- 1 ნაჭერი თეთრი პური - 70