Წარმოგიდგენთ 8 მავნე ჩვევას, რომელიც  აზიანებს თირკმელებს ! 

2090

Წარმოგიდგენთ 8 მავნე ჩვევას, რომელიც  აზიანებს თირკმელებს ! 

საშარდე გზების ორგანოებს შორის ყველაზე ხშირად თირკმელი ზიანდება. საავტომობილო ავარიის, სიმაღლიდან ვარდნის ან სპორტული შეჯიბრებების დროს მას ბლაგვი ტრავმა აზიანებს.

შემავალი ჭრილობა, როგორც წესი, ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღითაა მიყენებული. უფრო იშვიათად, დაზიანება ვითარდება დიაგნოსტიკური პროცედურების დროს, მაგ., თირკმლის ბიოფსიის დროს ან მკურნალობის პროცესში მაგ., კენჭების დაშლისას ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსიის მეთოდით.

თირკმლის ბლაგვი ტრავმების უმრავლესობა მსუბუქია, თუმცა ზოგჯერ მძიმეც შეიძლება იყოს. თუკი მძიმე, ბლაგვი საგნით მიყენებული ან შემავალი დაზიანების მკურნალობა დროულად არ მოხდა, შეიძლება გართულებები განვითარდეს – თირკმლების უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა, მოგვიანებითი სისხლდენა და ინფექცია.

Ფიზიკურმა უმოქმედობამ, მოწევამ ან სასმელმა,  ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები  თირკმელებზე.

თირკმელები პასუხისმგებელნი არიან სისხლიდან ტოქსინების გაწმენდაზე და თქვენს ორგანიზმში მარილისა და წყლის ბალანსის რეგულირებაზე. ისინი ასევე გამოიმუშავებენ სისხლის წითელ უჯრედებს, აბალანსებენ არტერიულ წნევას და ხელს უშლიან ინფექციებს.

ქვემოთ ზუსტად გეტყვით, რომელი მავნე ჩვევები აზიანებს თქვენს თირკმელებს და ხელს უშლის მათ ფუნქციის შესრულებაში: 

1. წყლის არასაკმარისად მიღება

თუ საკმარისად აე დალევთ წყალს შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მასიური დაზიანება. თირკმელების მთავარი ფუნქციაა ორგანიზმიდან მეტაბოლური ნარჩენების გამოდევნა და სისხლის წითელი უჯრედების წარმოების რეგულირება.

როდესაც სხეულს აკლია საკმარისი წყალი, თირკმელებში ნაკლები სისხლი მიედინება, რადგან სისხლი კონცენტრირებულია. ეს აფერხებს თირკმელების უნარს გამოდევნონ ტოქსინები ორგანიზმიდან.

2. შარდის ბუშტის სავსეა

დიდი ხნის განმავლობაში სავსე შარდის ბუშტის შენარჩუნება ან შარდვის სურვილის შეფერხება თირკმელების დაზიანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

როდესაც შარდი დიდხანს რჩება ბუშტში, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიების ჭარბი ზრდა, რომლებიც მრავლდებიან შარდში. თავის მხრივ, ამ მავნე ბაქტერიამ შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექცია ან თირკმლის ინფექცია. გარდა ამისა, შარდის შეკავება ზრდის თირკმელებზე წნევას და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.

3. ნატრიუმის  ჭარბი მოხმარება

ნატრიუმი გვხვდება მარილში. მარილს ყველა ვხმარობთ, მაგრამ მისი რაოდენობა უნდა შევამციროთ, რადგან თირკმელები განიცდიან მის გადაუმუშავებლობას.

4.  კოფეინის გადაჭარბებული მიღება

ბევრი ჩვენგანი მიდრეკილია ისეთი მავნე  სასმელებისკენ, როგორიცაა გაზიანი გამაგრილებელი სასმელები.  ეს სასმელები შეიცავს უამრავ კოფეინს. კოფეინს შეუძლია დააზიანოს თირკმელები, რადგან ისინი ზრდის არტერიულ წნევას.

5. ტკივილგამაყუჩებლების ზედნეტი რაოდენიბით მიღება

ტკივილგამაყუჩებლების მიღება ცუდი ჩვევაა. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გვერდითი მოვლენები. ექსპერტები აფრთხილებენ, რომ ტკივილგამაყუჩებლების ხანგრძლივი მიღებისას მცირდება სისხლის მიმოქცევა და უარესდება თირკმლის ფუნქცია.

6. მაღალი ცილოვანი დიეტა

პროტეინი კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ წითელი ხორცისა და სხვა ცილოვანი საკვების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის დაავადების განვითარების რისკი.

7. გაციება და გრიპი

ნუ უგულებელყოფთ გრიპს და გაციებას. თირკმელების დაავადების დროს ადამიანები ასევე თავს არიდებენ დასვენებას ავადმყოფობის დროს. ისინი მგრძნობიარენი არიან ამინდის ცვლილების მიმართ.

8. ალკოჰოლი

ამ შემთხვევაში პროცესი მოწევის მსგავსია. თუმცა, ალკოჰოლი თანაბრად მავნედ მოქმედებს ღვიძლზეც და თირკმელებზეც.

frenis kompensacia
frenis kompensacia