თუ ღამით 1 ჭიქა წყალს დალევთ, თავიდან აიცილებთ ინსულტსა და გულის შეტევას.

894

თუ ღამით 1 ჭიქა წყალს დალევთ, თავიდან აიცილებთ ინსულტსა და გულის შეტევას.

ყველამ ვიცით რომ წყალი საჭიროა რათა ორგანიზმიდან გამოვდევნოთ ტოქსინები. მაგრამ ეს ნამდვილად სიახლეა. ინფორმაცია კარდიოლოგისგან! წყლის დალევა კონკრეტულ დროს მაქსიმალურად გაზრდის მის ეფექტურობას ორგანიზმში:

გაღვიძებისთანავე 2 ჭიქა წყალი – ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების გააქტიურებას;

1 ჭიქა წყალი ჭამამდე 30 წუთით ადრე – ეხმარება საჭმლის მონელებას;

1 ჭიქა წყალი აბაზანის მიღებამდე – ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას;

1 ჭიქა წყალი ძილის წინ – თავიდან აიცილებთ ინსულტს ან ინფარქტს.

ამ ინფორმაციამ შესაძლოა, თქვენი და თქვენი ახლობლების სიცოცხლე გადაარჩინოს!

სასმელი წყლის უპირატესობები სხვა ნებისმიერი სახის სასმელთან მიმართებაში

ასეთია წყლის დადებითი მხარეები:

  • მოჰყავს თქვენი კუნთები ტონუსში;
  • აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს;
  • პირდაპირ მოქმედებს განწყობაზე;
  • გეხმარებათ თავიდან აირიდოთ მრავალი დაავადება;
  • აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს;
  • ხელს უწყობს თირკმელებიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას;
  • აჯანსაღებს კანს;
  • არეგულირებს სხეულის შიდა ტემპერატურას;
  • ხელს უწყობს ძვალ-სახსროვანი სისტემის „შეზეთვასა“ და გაჯანსაღებას;
  • გეხმარებათ შარდისა და ოფლის გზით დაკარგული ენერგიის აღდგენაში.
რა რაოდენობის წყალი დავლიოთ ყოველდღიურად?!

მოგეხსენებათ, არსებობს წყლის მიღების წესიც. კერძოდ, დადგენილია, რომ ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველდღიურ დოზად, მინიმუმ, 1,5 ლიტრი წყალი უნდა დალიოს.

ჩვენს სხეულს წყალი აგრილებს. მითუმეტეს მაშინ, როცა ზაფხულში, ფიზიკური აქტივობისა თუ კლიმატის გამო, ვიოფლებით. თუ სიცხეში ჭარბი რაოდენობით წყალს არ დავლევთ, ამან შესაძლოა, დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. გაუწყლოების სიმპტომები კი ასე გამოიყურება:

  • ძლიერი წყურვილის გრძნობა;
  • მუქი და მძაფრი სუნის მქონე შარდი;
  • მშრალი პირი,
  • თვალების, კანის, ტუჩების სიმშრალე;
  • თვალებში დაბინდება, გონების დაკარგვა.

დეჰიდრატაცია შესაძლოა, უფრო მარტივად მოხდეს თუ:

  1. გაქვთ დიაბეტი;
  2. დიდ დროს გაატარებთ სიცხეში;
  3. გამოყოფთ დიდი რაოდენობით ოფლს;
  4. მიიღებთ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.

ადამიანის სხეული საუკეთესოდ ფუნქციონირებს გარკვეულ ტემპერატურულ დიაპაზონში და როდესაც სხეული, სხვადასხვა მიზეზის გამო, საკმარისზე მეტად ხურდება, მას გაგრილება ჭირდება. ამისათვის კი, ორგანიზმი რამდენიმე მეთოდს იყენებს და ერთ-ერთი სისხლძარღვების გაფართოვებაა, რა დროსაც სისხლი უფრო სწრაფად მოძრაობს და ჩვენი სხეულიდან მეტი სიმხურვალე გამოიყოფა. ასევე, სხეული გადახურებისგან თავის დაცვას ოფლის გამოყოფით ცდილობს. სწორედ ზედმეტი ოფლიანობა იწვევს გაუწყლოებას ორგანიზმში. მეტად ვიოფლებით, როდესაც ძალიან ცხელა, მითუმეტეს, თუ სიცხეში ვმუშაობთ ან ვვარჯიშობთ. ამ დროს წყლის დალევა კი, ოფლიანობის შედეგად დაკარგული სითხის შევსებას უწყობს ხელს.

Facebook კომენტარები