აი, რატომ უნდა მიიღოთ თევზის ქონი! გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან!

611

აი, რატომ უნდა მიიღოთ თევზის ქონი! გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან!

თევზის ქონის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ინდუსტრიაა მსოფლიოში. ამ პროდუქტზე მოთხოვნა უფრო და უფრო მატულობს, რაც მისი სასარგებლო თვისებებითაა განპირობებული.

რა არის თევზის ქონი?

თევზის ქონი არის სითხე, რომელიც მზადდება ისეთი თევზების ცხიმებისა და ზეთისგან, როგორებიცაა სარდინები, სკუმბრია და ორაგული. ამ ცხიმების ძირითადი შემადგენელია ომეგა 3, სწორედ ის თამაშობს დიდ როლს უჯრედების აღდგენაში, ტვინის ფუნქციონირების გაუმჯობესებაში და ა.შ. ორგანიზმს ამ ცხიმის დამოუკიდებლად წარმოება არ შეუძლია, ამიტომ მას საკვებიდან ვიღებთ.
თევზის ქონი გვხვდება როგორც თხევად მდგომარეობაში, ასევე აბების სახით. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს და ორგანიზმში ამცირებენ ანთებით პროცესებს, აღადგენენ ქსოვილებს.

თევზის ქონის სასარგებლო თვისებები

დეპრესიის განკურნება

დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ თევზის ქონს პოზიტიური ეფექტის მოხდენა შეუძლია დეპრესიის სიმპტომებზე. დეპრესიის მკურნალობის დროს თევზის ქონის გამოყენება 30 %-ით უფრო მეტად აუმჯობესებს შედეგს. დეპრესიის გარდა, თევზის ქონის პოზიტიური გავლენა დაადასტურეს სხვა და სხვა სახის ფსიქიკური აშლილობის დროსაც.

სისხლის მაღალი წნევა

ყოველი მესამე ადამიანი მაღალი წნევის პრობლემით იტანჯება. ბოლოს ჩატარებული კვლევების თანახმად, თევზის ქონი მაღალი წნევის დასარეგულირებელი ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა.

ართრიტი

თევზის ქონის რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ ართრიტს. თევზის ქონი ანთებითი პროცესების დროს საუკეთესო საშუალებაა, ის დაგეხმარებათ რევმატული ტკივილების შემცირებაშიც.

ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ორგანიზმს თევზის ქონის მიღებით მოუტანთ.

სხვადასხვა თევზის სახეობებში ცხიმების შემცველობა განსხვავებულია. ყველაზე მჭლეა: ხეკი, მინტაი, ფარგა, ვირთევზა, ქორჭილა, კარჩხანა, ღორჯო, ქარიყლაპია. ისინი მხოლოდ 3% ცხიმს შეიცავენ. ცხიმიანს ტრადიციულად მიეკუთვნება სკუმბრია, ქაშაყი, კეტა, პალტუსი, ტირაღანი, ღურკანა.

ცხიმიანი თევზის ჭამა ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანების, ვისაც ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს. სხვათაშორის, თევზის ქონში ბევრია A ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ნორმალურ მხედველელობას უზრუნველყოფს. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც კიბოს საწინააღდეგო მოქმედება გააჩნია.

ზღვის თევზში, ისევე როგორც ზღვის ყველა პროდუქტში, არის იოდი (აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის), ფოსფორი, ფტორი – ეს ელემენტები კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებენ და ძვლების სიმტკიცეზე პასუხისმგებლები არიან.

თევზის წვნიანი შესანიშნავი საშუალებაა მძიმე ინფექციების შემდეგ, დაღლილობის დროს ძალის აღსადგენად.

შემწვარ თევზს კუჭი ძნელად ამუშავებს. უმჯობესია მოხარშოთ ან სხვადასხვა ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად ფოლგაში შეწვათ.

Facebook კომენტარები