ინგრედიენტი, რომელიც სახის ღია ფორებს შველის. ყველაზე ეფექტური მეთოდი

3223

იმისთვის, რომ სახის კანი მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და გაფართოებულმა ფორებმა არ შეგაწუხოთ გირჩევთ, რომ ეს რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

თიხის ნიღაბი

თიხა თქვენი კანიდან ცხიმებს ეფექტურად აშორებს და ფორებს მაქსიმალურად ავიწროებს. იმისთვის, რომ ეფექტი მიიღოთ მთელს სახეზე უნდა წაისვათ და გაშრობა აცადოთ, შემდეგ კი სახე დაიბანოთ.

კვერცხის ცილა

ეს კანს დაარბილებს და ატენიანებს. დაიბანეთ სახე თბილი წყლით, აურიეთ ერთმანეთში კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი, აურიეთ ერთმანეთში, სახეზე წაისვით და 20 წუთში თბილი წყლით დაიბანეთ.

ლიმონის წვენი

ლიმონის წვენს შეუძლია კანიდან ჭუჭყი ამოიღოს და ფორები დახუროს, მაგრამ ამის გამოყენება ყველასთვის არ შეიძლება, მათ ვისაც მშრალი კანი აქვთ ლიმონის წვენი სახეზე არ უნდა წაისვან.

ლიმონის წვენში დოლბანდი დაასველეთ და პრობლემურ ადგილებზე წაისვით, 5 წუთში კი ცივი წყლით დაიბანეთ სახე.

მცენარეული საფენები

ეს დიდი ფორების წინააღმდეგ გამოიყენება. 1 ჭიქა ცხელ წყალში ჩაყარეთ სამკურნალო ბალახოვანი მცენარეები (მაგ. გვირილა და ა.შ). ათქვიფეთ და 1 საათის შემდეგ დაასველეთ ნაზავში დოლბანდი და 15 წუთის განმავლობაში სახეზე დაიფინეთ.

Facebook კომენტარები