დაავადებული სახსრების მკურნალობა გაგიმარტივდებათ თუ აქ მოცემულ მეთოდებს შეასრულებთ

339
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაავადებული სახსრების მკურნალობა გაგიმარტივდებათ თუ აქ მოცემულ მეთოდებს შეასრულებთ

სახსრის დაზიანებას მრავალი მიზეზი განაპირობებს. ის შეიძლება იყოს როგორც ანთებითი, ისე არაანთებითი ხასიათისა, განპირობებული იყოს ნივთიერებათა ცვლის მოშლით, კუნთოვან-იოგოვანი აპარატის თანდაყოლილი დეფექტით და სხვა. ყველაზე მეტად კი გავრცელებულია სახსრის არაანთებითი დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება – ოსტეოართროზი. ეს ის არის, რასაც ხალხში “მარილებს” უწოდებენ.

ოსტეოართროზი სახსრების ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც სასახსრე ხრტილი დეგენერაციულ ცვლილებებს განიცდის. ხრტილოვანი ქსოვილი ცვდება, პატარავდება და კიდურა წანაზარდები – ოსტეოფიტები უჩნდება. შედეგად ვიღებთ სახსრების დეფორმაციას, რომელსაც რეაქტიული სინოვიტი მოჰყვება. ეს უკანასკნელი მეორეულია ხრტილის დეგენერაციულ ცვლილებასთან შედარებით, ამიტომ ტერმინი “ოსტეოართრიტი”, რომელსაც ხშირად იყენებენ უცხოეთში, მართებული არ არის, ვინაიდან დაავადების არსს არ ასახავს.

1. აკონტროლეთ წონა.

2. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, რადგან ის აუცილებლად გაამწვავებს დაავადებას.

3. ერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას და ისეთ სამუშაოს, რომელიც იძულებით პოზას,
მოითხოვს.

4. ძლიერი ტკივილის დროს შეიძლება დიმექსიდის კომპრესების გაკეთება — მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისება, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას სახსრების კონტრაქტურების (სახსრის მოძრაობის შეზღუდვის) საწინააღმდეგოდ: დიმექსიდი გახსენით ანადუღარ, გაცივებულ წყალში თანაფარდობით 1:2 ან 1:1, დაასველეთ მასში დოლბანდი და დაიდეთ მტკივან ადგილას.

ზევიდან გადაიფარეთ ცელოფანი ან გასანთლული ქაღალდის ფურცელი და გადაიხვიეთ. გაიჩერეთ 30 წუთი. თუ ტკივილი მეტისმეტად ძლიერია და მოძრაობას გიშლით, დიმექსიდის ხსნარში 1 ამპულა დიკლოფენაკიც გახსენით.

5. სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად იკეთეთ შვრიის ნახარშის აბაზანები. ზოგჯერ აბაზანაში შეგიძლით ჩაასხათ ყვითელი ძიძოს ან ჭინჭრის ფოთლების ნახარში.

სვით ბალახეული ნაყენები, რომლებიც მინერალური ცვლის დარღვევებს აწესრიგებს. მაგალითად, ასეთი:

25 გ ჭანგას ფესვს დაასხით 250 მლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, დააყენეთ 1 საათით და გაწურეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ ჭამამდე.  ჭანგა შეიცავს სილიციუმის მჟავას, რომელიც სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს.

ორგანიზმიდან შარდმჟავა მარილების გამოსაძევებლად სვით წყლის მარწყვბალახასა და შავი მოცხარის ფოთლის ნაყენი და მინდვრის შვიტას ნახარში.

ვიტამინებიდან მიიღეთ ფოლიუმისა და ასკორბინის მჟავა, შარდმდენი ბალახების მიღებისას დიეტაში ჩართეთ კალიუმის შემცველი პროდუქტები:  გოგრა, ყაბაყი, კარტოფილი, ჭერმის ჩირი,
ქიშმიში.

50 გ ალოეს წვენს შეურიეთ 100 გ თაფლი და 50 გ არაყი. 3-4 დღე გააჩერეთ ბნელ,
გრილ ადგილას. წაისვით მტკივან სახსარზე,  შეიხვიეთ თბილად. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.

დაბოლოს, არ დაივიწყოთ მასაჟი. ასეთი მკურნალობის შედეგად თავს გაცილებით
უკეთ იგრძნობთ, არ დაგავიწყდეთ — ჯანმრთელობა არ იყიდება, იგი შრომით უნდა მოიპოვოთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia