როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები სახლის პირობებში? რეცეპტები, რომლებიც იდეალურ შედეგს მოგცემთ
ჩვენ ვიცით, რომ სისხლი ამარაგებს ჟანგბადით ჩვენი სხეულის თითოეულ უჯრედსა და ქსოვილს. არტერიებისა და ვენების დაბინძურებამ და მათი გამავლობის შემცირებამ შეიძლება მიგვიყვანოს მრავალ სერიოზულ დაავადებამდე.
სუფთა სისხლი – ჯანმრთელობისა და ორგანიზმის გამართული ფუნქციონირების საწინდარია. დაბინძურებული საცხოვრებელი გარემოსა და არაჯანსაღი საკვების შედეგად ჩვენი სისხლძარღვების კედლებზე გროვდება საკმაოდ დიდი რაოდენობით ქოლესტერინისა და მარილის ფენები, რის შედეგადაც წარმოიქმნება ათეროსკლეროზული საცობები.
გთავაზობთ რეცეფტებს სისხლძარღვების გასაწმენდად:
აიღეთ ოთხი საშუალო ზომის თავი ნიორი, ოთხი საშუალო ზომის მომწიფებული ლიმონი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად (აუცილებლად თავის კანთან ერთად). გამზადებული ნივრისა და ლიმონისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ხორსცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებული მასა გადაიტანეთ სამ ლიტრიან ქილაში და დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ქილა ბოლომდე გაივსოს. დააფარეთ მას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილზე 3 დღის განმავლობაში. ყოველდღიურად კარგად მოურიეთ მას.
3 დღის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი სპეციალური ფილტრის ან რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. გაფილტრული სითხე მოათავსეთ ჭურჭელში, რომელსაც ჰერმეტულად ეხურება თავსაფარი და შეინახეთ მაცივარში. მზა საშუალება მიირთვით ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე. სისხლძარღვების გასაწმენდი ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 40 დღეს. გაითვალისწინეთ, ასეთი ნაყენის შენახვა დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, რადგან ის კარგავს მთელ სასარგებლო თვისებებს. რეკომენდებულია მისი განახლება ყოველ 6-7 დღეში ერთხელ.
აიღეთ ჩვეულებრივი კოწახურის ახალგაზრდა ტოტების 1 სუფრის კოვზი და დაჭრილი ფესვები, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3-4 საათის განმავლობაში. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ ჭამის წინ, 100 მლ.
შეავსეთ 0,5 ლიტრიანი ქილა წითელი სამყურას მშრალი თავებით, დაასხით 500 მლ არაყი, გააჩერეთ ბნელ ადგილას 2 კვირის განმავლობაში, დარწმუნდით, რომ გაფილტრეთ. მიირთვით დღეში 1 სუფრის კოვზი.
250გრ ჭინჭარი, 250გრ ნიორი, 250გრ ლიმონი აურიეთ. დაასხით 100მლ ადუღებული წყალი და გააჩერეთ მაცივარში 24 საათი. მიირთვით ერთი სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.
სისხლძარღვების გაწმენდა ვალერიანთან ერთად: ორი სუფრის კოვზი ვალერიანის ფესვები, ერთი ჭიქა კამის თესლი, ორი ჭიქა თაფლი, ორი ლიტრი მდუღარე წყალი, გადავურიოთ ყველა ინგრედიენტი, გავაჩეროთ ერთი დღე თერმოსში. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ცარიელ კუჭზე. სისხლძარღვების გაწმენდა ხალხური საშუალებებით დადებით შედეგს მოგცემთ, თუ სწორად იკვებებით და სპორტით დაკავდებით.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.