მოამზადეთ მარტივად გემრიელი ვაშლის პეროგი სულ რაღაც 20 წუთში!

1353

მოამზადეთ მარტივად გემრიელი ვაშლის პეროგი სულ რაღაც 20 წუთში!

პეროგის სამზადებლად დაგჭირდებათ ისეთი მარტივი ინგრედიენტები, რომლებიც სულ მოიპოვება თქვენს სამზარეულოში. ეს არის გემრიელი, ნოყიერი და მარტივი რეცეპტი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 1 ჭიქა;
  • კვერცხი – 5 ცალი;
  • არაჟანი – 3 ს/კ;
  • შაქარი – 150 გ;
  • ვანილის შაქარი – 15 გ სურვილისამებრ;
  • მარილი – მწიკვი;
  • დარიჩინი სურვილისამებრ;
  • კარაქი – 100 გ;
  • გამაფხვიერებელი – 10 გ;
  • ვაშლი – 4 ც.

მომზადების წესი:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთადმ დაუმატეთ მწიკვი მარილი, შემდეგ დაუმატეთ გამდნარი კარაქი, რომელიც უკვე გაგრილებული გექნებათ, შემდეგ არაჟანი და კარგად მოურიეთ.

დაამატეთ ვანილის შაქარი და გამაფხვიერებელი, კვლავ აურიეთ. ფქვილი გაცერით და დაუმატეთ ძირითად მასას, მოზილეთ ცომი. გაფრცქვნილი ვაშლი დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ ცომს. ცომი გავანაწილეთ პერგამენტით დაფარულ ფორმაში. გამოაცხვეთ 180 C ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში.

აქვე ძალიან მოკლედ გაგიზიარებთ რამდენად სასარგებლოა ვაშლი თქვენი ჯანმრთელობისთვის!

ვაშლი შეიცავს 85% წყალს, ხოლო დანარჩენი სასარგებლო ნივთიერებებია: უჯრედისი, ორგანული მჟავები, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, იოდი, ასევე ვიტამინები: A, B1, B3, PP, ჩ და სხვა.

ვაშლი მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს, ამიტომ შესანიშნავი საშუალებაა წონის დაკლების მსურველთათვის.

ვაშლი შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან ბუნებრივ მჟავებს, როგორებიცაა ვაშლის, ღვინის და ლიმონის, რომელთაც შეუძლიათ შეაჩერონ კუჭ-ნაწლავში ლპობის და დუღილის პროცესი, შეასუსტონ მეტეორიზმის შეგრძნება, მუცლის შებერვა, ხელს უწყობენ კუჭ-ნაწლავის დასუფთავებას და აღდგენას. ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი კი ჯანსაღი და ხანგრძლივი სიცოცხლის გასაღებია.

პექტინის წყალობით ვაშლს გააჩნია ძალიან მსუბუქი და უსაფრთხო სასაქმებელი თვისება.

შეკრულობის პროფილაქტიკისათვის საუკეთესოდ ითვლება უზმოზე 1-2 მომჟავო ვაშლის ჭამა. დადასტურებულია, რომ ვაშლი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას კუჭ-ნაწლავში და ღვიძლში. ასე რომ, კუჭ-ნაწლავსა პრობლემების შემთხვევაში, უზმოზე ვაშლის ჭამის გარდა, სასარგებლოა ასევე დღის განმავლობაში 1-2 ვაშლის მიღება. სასარგებლოდ ითვლება 2-3 კვირაში ერთხელ ვაშლის განტვირთვის დღის მოწყობაც (ერთდღიანი ვაშლის მონოდიეტა).

იმისათვის, რომ ვაშლში რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ნივთიერება შენარჩუნდეს, ის დაუმუშავებლად უნდა შეიჭამოს, კანთან ერთად, რადგან ზუსტად კანის ქვეშ არის ყველაზე დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინი, ფლავონოიდები და პექტინი. დაჭრილ ვაშლში მცირდება ჩ ვიტამინის რაოდენობა და ვაშლი ყავისფრდება, ეს დაჟანგვის ნიშანია, რომლის დროსაც ბევრი სასარგებლო ნივთიერება იკარგება.

Facebook კომენტარები