"ბუთხუზების" მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:
- ხაჭო - 500 გ
- არაჟანი - 400 გ
- კვერცხის გული - 6 ცალი
- შაქარი - 2,5 ჭიქა
- ფქვილი - 5-6 ჭიქა
- გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
- მწიკვი მარილი
- ვანილი
მომზადების ინსტრუქცია ასეთია:
არაჟანი აურიეთ შაქართან და ხაჭოსთან, შემდეგ კი მიღებულ მასას სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხის გულები. შემდეგ დაამატეთ ვანილი, მარილი გამაფხვიერებელი და ფქვილი. შემდეგ მოზილეთ ცომი და 1 საათის განმავლობაში გააჩერეთ მაცივარში.
გაციებული ცომით გააკეთეთ ერთნაირი ბურთულები, შემდეგ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედეთ ნამცხვარი გამოსაცხობად. აცხვეთ 20 წუთი დაბრაწვამდე. შემდეგ გამოიღეთ და მიირთვით გემრიელად გაგრილების შემდეგ.