ჩემს ოჯახის აფთიაქში საპატიო ადგილს იკავებს ეს ნაყენი: მრავალი დაავადების მკურნალი!
ალოეს წვენს იყენებენ 2–3–წლიანი მცენარის ქვედა ფოთლებს, რომლებსაც, ბიოგენური სტიმულაციის მომატების მიზნით, 10-14 დღის განმავლობაში მაცივარში —3...7°C ტემპერატურაზე ათავსებენ.
ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, ფილტრავენ 3-4 ფენა დოლბანდში
და ადუღებენ 3 წთ–ის განმავლობაში. იყენებენ მაშინვე, რადგან შენახვისას აქტივობას კარგავს.
აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღვლმდენი, ანტიბაქტერიული, ჭრილობის შემხორცებელი, დამწვრობის საწინააღმდეგო მოქმედება, აუმჯობესებს მადას და საჭმლის მონელებას, ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ფუნქციას და იმუნიტეტს, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას.
უნიშნავენ ანემიის, სხივური დაზიანების, პროგრესიული ახლომხედველობის, ბლეფარიტის, კუჭის წყლულოვანი დაავადების, ბრონქული ასთმის, ქრონიკული გასტრიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის დროს, დიზენტერიის შემდეგ 1/2 ჩ.კ. თაფლის და ალოეს წვენის ნარევს (1:1) თბილ რძესთან ერთად 3–ჯერ დღეში,
ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მკურნალობის კურსი 3 კვირა, შემდეგ 10 დღიანი შესვენება. ალოეს წვენის მიღება არ შეიძლება თირკმელების და ღვიძლის დაავადებების დროს.
რეკომენდებული არ არის გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ჰიპერტონიის, კუჭის აშლილობის დროს, 40 წლის შემდეგ, საშვილოსნოდან და ბუასილური სისხლდენის, ფეხმძიმობის დროს.
ალოეს წვენს საფენების სახით იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობის, ტროფიკული წყლულის, დამწვრობის, ფურუნკულების დროს. საფენი დღეში ორჯერ უნდა გამოიცვალოთ.
უნიშნავენ, ასევე, პირის ღრუს და ღრძილების დაავადებების, ლარინგიტის დროს სავლების სახით.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს საშვილოსნოში ათავსებენ ალოეს წვენში დასველებულ ტამპონს, სხივური წარმოშობის თავის დერმატიტის დროს წვენის კომპრესები აჩქარებენ ქსოვილის აღდგენას და თმის ზრდას.
მწვავე რინიტის და სურდოს განვითარების შესაჩერებლად 3–5 საათიანი ინტერვალით ჩაიწვეთეთ 5–8 წვეთი წვენი.