რაც ამის დალევა დავიწყე გასტრიტს საბოლოოდ დავემშვიდობე!

200

რაც ამის დალევა დავიწყე გასტრიტს საბოლოოდ დავემშვიდობე!

ჩემმა გადატვირთულმა ცხოვრებამ და მოუწესრიგებელმა კვებამ დამიზიანა კუჭის ლორწოვანი. მკურნალობა კი დროებით შედეგს მაძლევდა. გამუდმებით მქონდა უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ზოგჯერ ტკივილიც, ასევე მიჭირდა საჭმლის მონელებაც.

დავიწყე ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის - გასტრიტის შესახებ ინფორმაციის მოძიება. დავინტერესდი იმ მცენარეული საშუალებებით, რომლებიც გასტრიტის დროს გამოიყენება.

მინდა საკუთარი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ:

გასტრიტი კუჭის ლორწოვანის ანთებაა და მისი მკურნალობისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია კუჭის მჟავიანობა, რასაც სპეციალური გამოკვლევა ადგენს.

  1. თუ კუჭის მჟავიანობა მომატებულია, სასარგებლოა უზმოზე ახალგამოწურული კარტოფილის წვენის (2 ს/კ:2 ს/კ წყალთან) დალევა. აჯობებს, თუ კარტოფილის წვენს გამოწურვის შემდეგ ცოტა ხნით გააჩერებთ, რომ სახამებელი დაილექოს და წვენის ზედა ნაწილი დალიოთ. სვით 4 დღის განმავლობაში. შემდეგ მისი დოზა 3 ს/კ-მდე გაზარდეთ, შესაბამისად, უნდა გააზავოთ 3 ს/კ წყალში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ჩაიტარეთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
  2. ასევე გირჩევთ, უზმოზე მიირთვათ შვრიის (ჰერკულესის) ფაფა. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი კერძები, შაქარი, მჟავე პროდუქტი, ნაყინი; ხილის წვენები გააზავეთ წყლით, მიირთვით მხოლოდ თბილი საკვები. თუ კუჭის მჟავიანობა დაბალი გაქვთ, უზმოზე ჭამეთ კომბოსტოს 2-3 ფოთოლი, დღეში სამჯერ დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ასკილის ნაყენი, რომელსაც დამატებული აქვს 1-2 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად მოქმედებს ასევე ჭარხლის წვენი ან მრავალძარღვას ნაყენი.

კარტოფილის წვენი აქვეითებს კუჭ-ნაწლავის ჯირკვალთა სეკრეციას. გარდა ამისა, აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი მოქმედება, აქვეითებს არტერიულ წნევას. ხალხურ მედიცინაში კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გასტრიტების და წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მჟავიანობა მომატებულია.

გასტრიტის მკურნალობისას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორი კვება. ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევთ, გაითვალისწინოს და ზუსტად შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.

ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობისა და მართვის პროცესში მართლაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის თანამონაწილეობას, მის ინფორმირებულობას დაავადების თავისებურებათა შესახებ და სწორი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia