თუ გაწუხებთ ნაწლავების სპაზმები და გაზების დაგროვება, გიშველით ეს მცენარეული ნაყენი!

1189

თუ გაწუხებთ ნაწლავების სპაზმები და გაზების დაგროვება, გიშველით ეს მცენარეული ნაყენი!

ნაწლავების პრობლემები შეიძლება განვითარდეს ყველა ასაკში. მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება 40 წლის ასაკის შემდეგ. გამწვავების პერიოდებს ცვლის ნათელი პერიოდები, როცა დაავადების სიმტომები არაა გამოხატული ან გამოხატულია სუსტად.

რეცეპტის მოსამზადელად აიღეთ თანაბარი რაოდენობით გვირილის ყვავილები, კატაბალახა(1 ჩ.კ). ნაკრებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი, დადგით წყლის ორთქლზე 15 წთ-ით, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩ/ჭ ნაყენი დღეში ორჯერ – დილას და საღამოს.

როგორ მოქმედებს იგი და რა ნივთიერებებს შეიცავს?

ხშირად მსმენია, რომ გვირილა სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებებისთვის.  სააფთიაქო გვირილა მედიცინაში ფართოდ გამოიყენება. მას ძლიერი არომატული სუნი აქვს. გვირილა ყვავის მაისიდან ოქტომბრამდე. ყვავილს აგროვებენ მაის-ივლისში, ყვავილობის დასაწყისში, როცა გვირგვინის ფურცლები ჯერ ისევ ზევითაა ამართული.

თუ უფრო გვიან პერიოდში შეაგროვებთ, შრობის დროს ყვავილი დაეშლება და ფურცლები გასცვივა. ყვავილი ისე უნდა მოიჭრას, რომ ღერო არა უმეტეს 3 სმ-ის სიგრძის უნდა იყოს. გვირილას აშრობენ ჩრდილში, ჰაერზე.

ყვავილები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით — ფლავონოიდებით, პოლისაქარიდებით, ვიტამინებით და სხვა. მის პრეპარატებს აქვს სპაზმოლი- ზური (სპაზმების მომხსნელი) ანთებსაწინააღმდეგო, ანტიჰერპესული, დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი (შედარებით ნაკლებად) ეფექტი; ხსნის კუჭ-ნაწლავის სპაზმებს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, ამცირებს შეშუპებას, ხელს უწყობს ქსოვილთა რეგენერაციისა (აღდგენის) და შეხორცების პროცესს.

გვირილის ნაყენი ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ჯირკვლების სეკრეციას, ამცირებს დუღილის პროცესს ნაწლავებში. მის ყვავილში შემავალი ეთეროვანი ზეთი აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს.

გვირილის ნაყენი გამოიყენება როგორც ანტიანთებითი, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტის, გინგივიტის), ტონზილიტის (ნუშურა ჯირკვლების ანთების), ანგინის დროს.

გვირილა ინიშნება მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტისა და ენტერიტების (ნაწლავთა ანთების) შემთხ- რაც შეეხება რეცეპტის სხვა კომპონენტებს, პიტნა და კატაბალახა სპაზმოლიზური (სპაზმების მომხსნელი) და დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება, ხოლო ძირა და ცერეცო ეფექტიანია მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) დროს.

Facebook კომენტარები