ნაყენი ბებიას სამზარეულოდან შაქრიანი დიაპეტის სამკურნალოდ!

998

ნაყენი ბებიას სამზარეულოდან შაქრიანი დიაპეტის სამკურნალოდ!

საინტერესოა როგორ უნდა მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე?

ამის პასუხს ამ სტატიაში ამოიკითხავთ!

გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ძირი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ. შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ.

გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით. ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგყვეთ), დაამატეთ სპირტი — 100 გრამიანი  2ჩ/ჭ და წამალიც მზადაა. მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენს ვიღებთ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ.

თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ. ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.

შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება:

500 გ სიმინდის მარცვალი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე. როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ. 5 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.

ქრისტესისხლა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ყაყაჩოსებრთა ოჯახიდან, სიმაღლით 25-100 სმ. ხევსურეთში იგი სისხლაბალახას, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში ცხენისოფას სახელით არის ცნობილი. ყვითელი ყვავილები ღეროს ბოლოს ქოლგისებრ ყვავილედადაა შეკრებილი. ქოლგა შედგება 4 ფართო, კვერცხისებრი ფურცლისაგან.

ნაყოფი ჭოტისებრი ერთბუდიანი კოლოფია, სიგრძით 3-6 სმ-მდე, მრავალი მოშავო-ყავისფერი, პრიალა თესლით. ყვავილობს მაისიდან ოქტომბრამდე, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.

გავრცელებულია ჩრდილიან, ქვიან ადგილებში, მეჩხერ ტყეებში, ხშირად საცხოვრებელი სახლების ახლოსაც გვხვდება, ბაღებში, ბოსტნებში, როგორც წესი, იზრდება პატარა კვლებად. აგროვებენ ქრისტესისხლას მიწისზედა ნაწილებს ყვავილობის პერიოდში.

ჭრიან დანით და აცილებენ გაუხეშებულ ნაწილებს. მცენარე შხამიანია, ამიტომ შეგროვების დროს არ შეიძლება ხელებით სახეს ან თვალებს შეეხოთ. ქრისტესისხლას შემადგენლობაში შედის ალკალოიდები: ბერბერინი, პროტოპინი, ჰელიდონინი, ჰემოხელიდონინი, კოპტიზინი, სტილოპინი, ხელერიტრინი და ა.შ.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები