ეს სასმელი დაგეხმარებათ გაზების, შებერილობის შემცირებაში, კუჭის ანთების თავიდან აცილებაში და  საჭმლის მონელების გასაუმჯობესებაში..

3263

ეს სასმელი დაგეხმარებათ გაზების, შებერილობის შემცირებაში, კუჭის ანთების თავიდან აცილებაში და  საჭმლის მონელების გასაუმჯობესებაში..

მუცლის შებერილობას აირების ჭარბი დაგროვება იწვევს. ამ საკმაოდ გავრცელებული სიმპტომის მიზეზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების გამოყოფის დარღვევა ან მათი ჭარბი წარმოქმნაა. მუცლის შებერილობას ზოგჯერ პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანი უჩივის ფუნქციური დარღვევის ფონზე, ზოგჯერ კი იგი საჭმლის მომნელებელი სისტემის სერიოზული დაავადების სიმპტომს წარმოადგენს.

აირები ადამიანის ორგანიზმში რამდენიმე გზით ხვდება, უმთავრესად – აირების გადაყლაპვისას, საკვების არასრული მონელების შედეგად ნაწლავებში მათი წარმოქმნისას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციის (დახშობის) შედეგად აირთა აბსორბციის (შეწოვის) დარღვევისას და ატმოსფერული წნევის ცვლილების ფონზე აირების ნაწლავში გადანაცვლებისას.

ჩვენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ყველას რატომღაც მუცლის შებერილობა გვაწუხებს, რაც შეიძლება ცუდი მონელების, სითხის (წყლის) შეკავების ან კუჭ-ნაწლავის დაავადებების შედეგი იყოს. დღეს ჩვენ გვინდა გაგიზიაროთ, თუ როგორ უნდა გათავისუფლდეთ გაზებისგან , ბუნებრივი და ჩვენი ბებიების რეცეპტით.

ამ საშუალებით შეგიძლიათ თითქმის მყისიერად დაემშვიდობოთ შებერილობას. ეს სასმელი დაგეხმარებათ გაზების, შებერილობის შემცირებაში, კუჭის ანთების თავიდან აცილებაში, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად. ის სასარგებლოა ფაღარათის, კოლიტის, გასტრიტის საწინააღმდეგოდ, იდეალურია გაციების დროს, ასევე აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.

რეცეფტი:

  • 1 კოვზი გახეხილი კოჭა;
  • 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა;
  • 2 პატარა დარიჩინის ჯოხი;
  • ½ ლიმონის წვენი.

კოჭა რეკომენდებულია ანთებითი და / ან მტკივნეული მდგომარეობების, ბუნებრივი მკურნალობის დროს, როგორიცაა ართრიტი, ოსტეოართრიტი, ფიბრომიალგია ან ქრონიკული დაღლილობა. ეს ნარევი გვეხმარება საჭმლის მონელების, მეტეორიზმის, გასტრიტის, კუჭის წყლულების, ფაღარათის დროს.

თავის მხრივ, კურკუმას სარგებელი მოიცავს შემდეგს: ის ხელს უწყობს კიბოს პრევენციას, ამსუბუქებს ართრიტის ტკივილს, ეხმარება შაქრიან დიაბეტს, კურნავს ჭრილობებს, ხელს უშლის ალცჰეიმერის დაავადებას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს ღვიძლის დეტოქსიკაციას და იდეალური წონის შენარჩუნებას.

დარიჩინი შესანიშნავი ინგრედიენტია დეტოქსიკაციის, სისხლში გლუკოზის შემცირების, წონის დაკლების, მენსტრუაციის რეგულირებისთვის. ლიმონი შეიცავს უამრავ ნივთიერებას, განსაკუთრებით ლიმონმჟავას, კალციუმს, მაგნიუმს, C ვიტამინს, ბიოფლავონოიდებს, პექტინს და ლიმონენს, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნიტეტს და ებრძვიან ინფექციას. ამ სასმელის დასამზადებლად საჭიროა მხოლოდ წყლის ადუღებისთანავე დაამატოთ ინგრედიენტები და დაელოდოთ 10 წუთი. სასმელი მზად არის!

frenis kompensacia
frenis kompensacia