ხალხური შეუდარებელი რეცეპტი თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ! ამის შესახებ დროა ყველამ იცოდეს!
დღეს ვისაუბროთ თირკმელკენჭოვანი დაავადებების შესახებ.
თირკმელკენჭოვანი დაავადების რისკფაქტორებს მიაკუთვნებენ სითხის მცირე ოდენობით მიღებას, შარდის მარილებით გაჯერებას, საშარდე გზების ინფექციებს, კვებით დარღვევებს, შარდის პასაჟის (გამოყოფის) შეფერხებას, თირკმლის ტრავმას.
თირკმელკენჭოვანი დაავადების ნეფროლითიაზის – განვითარებისთვის გენეტიკურ განწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ზოგიერთი ფორმა, რომლებიც ხელს უწყობს კენჭების წარმოქმნას, ხშირად მემკვიდრეობითი ბუნებისაა.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გავლენით თირკმლის მენჯფიალებში დაგროვილი მარილის კრისტალები იკვრება და კენჭად იქცევა. კენჭის ზომა მერყევია არსებობს როგორც მილიმეტრიანი დიამეტრის, ისე მარჯნისებრი კენჭები. ეს უკანასკნელი ერთგვარად ამოავსებს თირკმლის მენჯფიალოვან სისტემას. პატარა კენჭი უფრო მოძრავი და შემაწუხებელია, ხოლო დიდი, მით უმეტეს, თუ თირკმელი ინფიცირებული არ არის, მრავალი წლის განმავლობაში არანაირად არ ამჟღავნებს საკუთარ არსებობას.
თირკმლის ჭვალი კენჭმა შეიძლება მდებარეობა შეიცვალოს ან სულაც შარდსაწვეთს გამოჰყვეს და ორგანიზმიდან გამოსვლა მოისურვოს. ეს პროცესი, ანუ თირკმლის ჭვალი, მეტად უსიამოვნოა.
კენჭის დაძვრა შეიძლება გამოიწვიოს:
- უხერხულმა მოძრაობამ;
- რყევამ;
- დიდი ოდენობით სითხის მიღებამ და სხვა.
თირკმლის ჭვალისთვის დამახასიათებელია ძლიერი, შეტევითი ტკივილი წელის არეში, რომელიც საზარდულისკენ, სასქესო ორგანოებისკენ გადაეცემა. მზის წნულის გაღიზიანების გამო ვითარდება გულისრევა, ღებინება, ნაწლავების გარდამავალი პარეზი, მუცლის კუნთების დაჭიმულობა.
პაციენტი ვერ ისვენებს, ცდილობს, იპოვოს მოხერხებული პოზა. მძიმე ჭვალის დროს შესაძლოა იკლოს შარდის ოდენობამ. არ არის გამორიცხული შარდვის შეწყვეტა, სისხლიანი შარდი, შემცივნება, მაღალი სიცხე.
დედაჩემს ახალგაზრდობაში თირკმელების ძალიან მძიმე დაავადება ჰქონდა. სულ უფრთხილდებოდა თავს, ცდილობდა, არ გაცივებულიყო, ისეთი არაფერი ეჭამა და გაეკეთებინა, რაც თირკმელებს ავნებდა. დედა ახლა 68 წლისაა,თავს მშვენივრად გრძნობს. ამას კი ტყის ვაშლს (მაჟალოს) უმადლის.
მამაჩემი ყოველ შემოდგომაზე კრეფს მაჟალოს, დედა მას ცოცხლადაც იყენებს, ჩირსაც აკეთებს და ხილფაფასაც. წვრილად დაჭრილი მაჟალოთი გაავსეთ ნახევარლიტრიანი ქილა. შემდეგ ვაშლი ჩაყარეთ მომინანქრებულ ქვაბში, დაასხით 2 ლ წყალი და უშაქროდ მოხარშეთ. სასურველია, კარგად ჩაიხარშოს — ნახარშს მკვეთრი გემო უნდა ჰქონდეს. სვით თითო ჭიქა ნახარში 3-ჯერ დღეში ერთი თვის განმავლობაში, შემდგომში კი თითო ჭიქა 1-2-ჯერ დღეში, ექვსი თვე. ვისაც თირკმლის მძიმე დაავადება აქვს, შეუძლია ექიმის დანიშნულებაც შეასრულოს და ვაშლითაც იმკურნალოს.