შეკრულობამ გამაწამა! რაც ეს უნიკალური საშუალება ვისწავლე, დასვენებული ვარ!

74479

შეკრულობამ გამაწამა! რაც ეს უნიკალური საშუალება ვისწავლე, დასვენებული ვარ!

გაქვთ თუ არა შეკრულობა?

ნაწლავების ყოველდღიური დაცლა ბევრს ნორმად მიაჩნია, — ამბობს დოქტორი მარტინ შუსტერი, ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, — ეს შეცდომაა.

ნაწლავების დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს:

ზოგიერთს — დღეში სამჯერ, ზოგიერთს — კვირაში სამჯერ

იღებთ თუ არა საკმაო სითხეს?

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა შეკრულობის დროს, ის არის, რომ საკუთარი კვების რეჟიმი შეამოწმოს. შეკრულობასთან საბრძოლველი მთავარი იარაღია ბოჭკო და სითხე. აუცილებელია მათი დიდი რაოდენობით მიღება, რათა ფეკალური მასები დარბილდეს და თავისუფლად გამოვიდეს მსხვილი ნაწლავიდან.

რამდენია საჭირო?

ნაწლავებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში მინიმუმ 6 6 (სასურველია 8) ჭიქა სითხეს უნდა იღებდეს, — მიაჩნიათ ამერიკელ დიეტოლოგებს. შეიძლება ნებისმიერი სითხე, მაგრამ წყალი ყველას სჯობია. ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 20-35 გრამი ბოჭკო უნდა მიიღოს, ხოლო მან, ვისაც შეკრულობა აწუხებს, სულ ცოტა, 30 გრამი.

ვარ 50 წლის ქალი, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ, ამასთან ერთად გულიც არ მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი. ხალხური მედიცინის წიგნში წავიკითხე, რომ კუჭის შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი. ყოველ დილას ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი და ვხეხავდი წვრილ სახეხზე. მიღებულ პიურეს ვჭამდი უზმოზე. ასე გავაგრძელე ორი კვირა.

მინდა დამიჯეროთ — არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერზე მიშველა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილი მომეხსნა, გულიც აღარ მახსენებს თავს. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდგებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ!

ექიმის კომენტარი:

კიტრის ნაყოფი შეიცავს 97% წყალს და უჯრედისს, მცირე რაოდენობით ასკორბინის მჟავას, B1 ვიტამინს, კაროტინს და კალიუმს, კიტრი აღვიძებს მადას, ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლებს, აუმჯობესებს ცილების, ცხიმების და მინერალური ნივთიერებების ათვისებას. სპაზმური კოლიტების დროს იყენებენ კიტრის პიურეს.

ამ მცენარის საფაღარათო მოქმედება განპირობებულია მასში წყლისა და უჯრედისის მაღალი შემცველობით. უჯრედისი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას. კიტრი ხელს უწყობს ორგანიზმში დაგროვილი ცვლის პროდუქტების გამოტანას, რადგანაც ღარიბია აზოტოვანი ნივთიერებებით და მდიდარია წყლით, რომელიც ნელა შეიწოვება და უფრო ჩქარა გამოიყოფა, ვიდრე თავისუფალი სითხე.

კალიუმს კი აქვს შარდმდენი მოქმედება და თანაც დადებითად მოქმედებს გულის კუნთის შე- კუმშვის ფუნქციაზე. კიტრი კარგი დიეტური საჭმელია. გარდა ამისა, მისი წვენი გამოიყენება კოსმეტო- ლოგიასა და პარფიუმერიაში საცხებისა და ლოსიონების დასამზადებლად.

frenis kompensacia
frenis kompensacia