ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს მეთოდი! ძალიან ეფექტური მეთოდია!

866

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ გამოიყენეთ ეს მეთოდი! ძალიან ეფექტური მეთოდია!

ადამიანის სისხლძარღვთაგან განსაკუთრებული შრომის უნარითა და ამტანობით გამოირჩევიან ვენები. ისინი სიმძიმის ძალის საპირისპიროდ ყოველწლიურად სამი ათას ლიტრ სისხლს გადადენიან სისხლძარღვებში, რაშიც მათ არტერიებიც ეხმარებიან. ყოველ ვენას თავისი თანამოსახელე არტერია მიჰყვება გვერდით. გულის შეკუმშვისას არტერიები ფართოვდებიან, აწვებიან გვერდით მდებარე ვენებს, რის შედეგადაც ვენური სარქვლები მონაცვლეობით იხურება და იღება და სისხლს ზევით გზავნის. ეს მექანიზმი გამართულად მუშაობს მაშინ, როდესაც ადამიანი ბევრს მოძრაობს.

ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ვარიკოზი, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად ფერხდება სისხლის მიმოქცევა. ვარიკოზი რომ არ დაგემუქროთ, ვენებს უნდა გაუფრთხილდეთ. ვეცდებით, ამაში დაგეხმაროთ.

ჰორმონთერაპიასთან სიფრთხილე გმართებთ! ქალის სასქესო ჰორმონები ვენების მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომაც არის ვარიკოზი უპირატესად ქალების პრობლემა. ამასთანავე, ის განსაკუთრებით ორსულებს ემუქრება, რადგან ქალის ჰორმონული ფონი ორსულობისას საგრძნობლად იცვლება.

ვარიკოზისადმი მიდრეკილი ქალებისთვის ჰორმონული კონტრაცეფცია მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება ჩანაცვლებით ჰორმონთერაპიას, სასურველია, მისაღები პრეპარატის სახეობა, დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ორი სპეციალისტის რეპროდუქტოლოგისა და ფლებოლოგის — ურთიერთშეთანხმებით განისაზღვროს.

ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია თხილის ფოთლით ვმკურნალობ. გამოსადეგია მხოლოდ რბილი, ნორჩი, მწვანე ფოთლები, მასში უხვადაა სასარგებლო ნივთიერებები. ასეთი ფოთლები გააშრეთ ჩრდილში. მისი ჩაი ძალიან მარტივად მზადდება:

  • 1 ს/კ დანამცეცებული თხილის ფოთოლი ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში,
  • დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და დადგით 15-20 წუთი.
  • შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ოთხჯერ დღეში.
  • გადანაწური ფოთლები შეგიძლიათ დაიდოთ მტკივნეულ ვენებზე.

ეს რეცეპტი დეიდამ მასწავლა. ასეთი ჩაით ის კაპილარებს „ისუფთავებდა“. მისგან ვიცი, რომ ეს წამალი ძალიან უხდება სისხლძარღვებს, იცავს მათ ქოლესტერინისგან და ყველანაირი ნალექისგან. დეიდაჩემი, მიუხედავად ასაკისა (იგი 83 წლისაა), ახლაც მხნედაა, გონებაც საღი აქვს, არც თვალს აკლია, თავსაც უვლის, ოჯახსაც და თითქმის არასოდეს ხდება ავად. მე კი ამ რეცეპტს უკვე რამდენიმე წელია ვხმარობ. უკვე გაგანიერე- ბული ვენების განკურნება, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად აღარ მიგრძვნია. ტკივილმა მიკლო, ფეხები იშვიათად მიშუპდება.

Facebook კომენტარები