მე ვიპოვე მკურნალობის მეთოდი, რომელმაც გადამარჩინა სიკვდილს და დავამარცხე ბრონქული ასთმა!! უნიკალური სამკურნალო პროდუქტია!!
ბრონქული ასთმა ფილტვების მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური ნიშანიც არის პერიოდულად აღმოცენებადი სულხუთვის შეტევა, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური მსტვენი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება).
განასხვავებენ ბრონქული ასთმის სამ ძირითად კლინიკურ სტადიას:
- ასთმურ სინდრომს;
- ბრონქული ასთმის შეტევას (მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა, მძიმე);
- ასთმურ სტატუსს.
ასთმური სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ასთმური ბრონქიტის დროს და ხასიათდება სულხუთვის შეგრძნებით (ჰაერის უკმარისობით), სუნთქვის გახშირებით და ამოსუნთქვის ერთგვარი გახანგრძლივებით.
სულხუთვა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება, ადვილად განიცდის კუპირებას ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას. ხველა ამ დროს მშრალი და მტანჯველია, ნახველის გარეშე ან მცირე ნახველით.
ასთმური სინდრომის გამოვლენა ხელს უწყობს ფილტვებში მიმდინარე ქრონიკული პროცესის გამწვავებას. ბრონქული ასთმის შეტევა მწვავედ ვითარდება (უმეტესად — ღამით).
ზოგჯერ აღინიშნება შეტევის ერთგვარი წინამორბედები:
- სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება ყელში,
- ხველა,
- სურდო,
- კანის ქავილი.
- შეტევის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან (მსუბუქი ფორმების შემთხვევაში) რამდენიმე დღე-ღამემდე (მძიმე შემთხვევებში).
- ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანი მშრალი და მტანჯველი ხველაა.
- დამახასიათებელია იძულებითი პოზიცია ხელებით მაგიდისა თუ საწოლის კიდეს დაყრდნობილი ჯდომა ან დგომა (ორთოპნოეს მდგომარეობა).
- ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა.
- ეს უკანასკნელი ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ხანგრძლივი ხდება (ნორმაში ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე 2-4-ჯერ ხანმოკლეა).
- სუნთქვითი მოძრაობის სიხშირე წუთში 60-ს და უფრო მეტს აღწევს. სუნთქვის აქტში მონაწილეობს.
დიდი ხანია ასთმა მაწუხებს. როგორც ექიმმა მითხრა, ჩემი დაავადება საშუალო სიმძიმისაა — ძალიან მძიმე და ხშირი შეტევები არ მქონია, თუმცა მდგომარეობა კიდევ უფრო შემიმსუბუქდა მას შემდეგ, რაც ერთმა ნაცნობმა ასთმის სამკურნალო ხალხური რეცეპტი მასწავლა. ასთმიანებისთვის თავშავას ჩაი ყოფილა სასარგებლო. იგი ოფლმდენიცაა, ათხელებს ლორწოს ბრონქებში და ასუფთავებს მათ.
რეცეპტის მომზადება:
- 2 ს/კ თავშავას დაასხით
- 2 ჭიქა მდუღარე წყალი.
- დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ნახევარი საათი.
- შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში.
- გადაანაწილეთ სამ მიღებაზე.
- მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ამ ნაყენს მხოლოდ მაშინ კი არ ვსვამ, როცა თავს ცუდად ვგრძნობ, არამედ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვიტარებ 10-12-დღიან პროფილაქტიკურ კურსს. რაც ნაყენის მიღება დავიწყე, დაავადების ნიშნები საგრძნობლად შემიმცირდა. შეტევა აღარ მქონია, მხოლოდ მსუბუქი გამწვავებები მაქვს ხოლმე. მკურნალმა ექიმმაც მირჩია, გამეგრძელებინა ნაყენის მიღება მოკლე კურსებით და მხოლოდ გამწვავების პერიოდში.