ცხენის წაბლის ფოთლების საოცარი სამკურნალო რეცეფტი

651

ცხენის წაბლის ფოთლების საოცარი სამკურნალო რეცეფტი

ცხენის წაბლის აღწერა

ცხენის წაბლი არის ფოთოლმცვენი ხე. გავრცელებულია ველური სახით. მისი სიმაღლე აღწევს 30 მ–დე. ხოლო ფორმა პირამიდისებურია. მისი ნაყოფი არის ყავისფერი 8 სმ – დე დიამეტრის. ხოლო ფოთლები თათისებურია. ყვავილობს აპრილ–მაისში, ნაყოფი სიმწიფეში შედის სექტემრ – ოქტომბერში.

ყვავილის ქიმიური შემადგენლობა

ყვავილი შეიცავს: ტურინს, კვერციტრინს, იზოკვერციტრინს, და ა. შ

ცხენისწაბლას ფარმაკოლოგიური თვისებები

ცხენისწაბლას მოქმედება დაკავშირებულია გლიკოზიდ ესკულინთან და საპონინ ესცინთან. ესკულინი ამაგრებს კაპილარებს, ასტიმულირებს სისხლის შრატის ანტითრომბულ აქტივობას, ზრდის ანტითრომბინის წარმოქმნას. ცხენისწაბლას ნაყენი ამაღლებს ვენური სისხლძარღვების ტონუსს.

როდის უნდა გამოიყენოთ:

  1. ვენების კედლების დაზიანება.
  2. ბუასილი.
  3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება.
  4. წვივის წყლული.
  5. ვენების ანთება.
  6. ოპერაციის შემდგომი თრომბოზი.
  7. თვალის ბადურის გარსის ცენტრალური ვენების თრომბოზი.
  8. ფეხების სისხლძარღვების სკლეროტული ცვლილებები.
  9. სახსრების რევმატიზმი.
  10. ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
  11. საშვილოსნოს სისხლდენა.

ნაყენის მომზადება

იმისათვის რომ მოვამზადოთ ნაყენი საკმარისია 50 გრ დაქუცმაცებულ ფოთლებს დავასხათ ერთი ბოთლი არაყი. დავახუროთ სახურავი და ორი კვირა გავაჩეროთ. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია ბოთლი შევანჯღრიოთ ხშირად. დროის გასვლის შემდეგ გაწურეთ და მზად არის გამოსაყენებლად.

ნაყენის გამოყენების წესი

30 წვეთი მიიღეთ დღეში 3 – ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა 3 – 4 კვირა.

დალევის გარდა ეს ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ დასაზელადაც თრომბოფლიტების დროს, ან სახსრების ტკივილის დროს კომპრესების სახით.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები