ზოგჯერ ჩვენ ძალიან გვეზარება საჭმლის მომზადება, ამიტომ წინა დღის საჭმელს შევათბობთ ხოლმე. მაგრამ იცოდით თუ არა, რომ ზოგიერთი საჭმლის შეცხელება ზიანის მომტანია.
1) ნიახური
ნიახური შეიცავს ნიტრატებს, რომლებიც შეცხელების დროს ნიტრიტებად გარდაიქმნებიან. თუ თქვენ სუპი ნიახურით გააკეთეთ, ან ბოლომდე შეჭამეთ ან გადაასხით. მისი შეცხელების შემდეგ კანცეროგენული ნივთიერებები გამოიყოფა.
2) სოკოები
სოკოს, როგორც კი მოამზადებთ, იმწამსვე შეჭამეთ. მისი შეცხელება იწვევს პროტეინების შემცველობის ცვლილებას, რაც მომნელებელ სისტემაზე ცუდად აისახება.
3) ქათამი
ქათმის, ისევე, როგორც სოკოების დროს, შეცხელებისას პროტეინები ნეგატიურად მოქმედებენ მომნელებელ სისტემაზე. თუ მაინც გსურთ მისი შეცხელება, დარწმუნდით, რომ ქათამი სრულად არის მომზადებული და მისი შიგნითა ნაწილი ისევ ცხელია. დატოვებული ქათმის შეთბობა რომ არ დაგჭირდეთ, ცივ სენდვიჩსა თუ ცივ სალათაში ჩადეთ.
4) ისპანახი
ისპანახი მეორედ არასოდეს უნდა შეათბოთ. მასში შემავალი ნიტრატები ამ დროს ნიტრიტებად გარდაიქმნებიან. ეს უკანასკნელი კი სისხლში ჟანგბადის დონეზე უარყოფითად მოქმედებს.
5) კვერცხები
არასოდეს შეათბოთ შემწვარი თუ მოხარშული კვერცხი.
6) ბრინჯი
ბრინჯის არა მარტო შეთბობა, არამედ მისი ოთახის ტემპერატურაზე 1 საათით მეტ ხანს დატოვებაც არ შეიძლება. ამ დროს იზრდება პოტენციური ზიანის მომტანი ბაქტერია, რომელმაც ღებინება ან დიარეა შეიძლება გამოიწვიოს.
7) თალგამები და ჭარხლები
სუპებში ჭარხალი ან თალგამი არაჩვეულებრივია. თუ ამ სუპის შეთბობა მოგინდათ, მანამდე ეს ორი პროდუქტი ამოიღეთ.
8) ზეთები
ავოკადოს ზეთი, კაკლის ზეთი, ტყის თხილის ზეთის შეთბობა არ შეიძლება!
9) კარტოფილი
თუ თქვენ კარტოფილს ოთახის ტემპერატურაზე ამყოფებთ, მისი მკვებავი ნივთიერებები დაიკარგება. როგორც კი კარტოფილს მოამზადებთ, მაცივარში შედგით აუცილებლად.