წაისვით იოდი მაჯებზე და დაუჯერებელი რამ მოხდება. ეს უნდა სცადოს ყველამ, ვისაც სურს ჯანმრთელი იყოს

37336

წაისვით იოდი მაჯებზე და დაუჯერებელი რამ მოხდება. ეს უნდა სცადოს ყველამ, ვისაც სურს ჯანმრთელი იყოს

იოდი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია! მისი უკმარისობა გავლენას ახდენს მთლიან სხეულზე, მოქმედებს თავის ტვინის ფუქციონირებაზე და ცვლის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იოდის უკმარისობა შესაძლებელია ბევრი დაავადების მიზეზი გახდეს.

რაც ყველაზე მთავარია-სწორედ იოდზეა დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაც.

ადამიანის ორგანიზმში ის არ წარმოიქმნება, ორგანიზმს ის უმთავრესად ცხოველური და მცენარეული საკვებით მიეწოდება. თუ ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის იოდი ვერ მიიღო, ვითარდება იოდდეფიციტური მდგომარეობა,

რომელიც სხვადასხვა დაავადებას აძლევს დასაბამს. იოდის ნაკლებობისას ფარისებრი ჯირკვალი ვერ წარმოქმნის საჭირო ოდენობის ჰორმონებს და კომპენსატორულად დიდდება - ყალიბდება ჩიყვი. ჩიყვის ჩამოყალიბებას იოდდეფიციტის პირობებში 6-12 თვე სჭირდება.

იოდდეფიციტი და, შესაბამისად, თირეოიდულ ჰორმონთა ნაკლებობა ხელს უწყობს იოდდეფიციტური დაავადებების განვითარებას. არსებობს ამ დაავადებათა მთელი სპექტრი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას, მუცლადყოფნის პერიოდიდან დაწყებული სიცოცხლის ბოლომდე.

იოდდეფიციტი, შესაბამისად - თირეოიდული ჰორმონების უკმარისობა, უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული სისტემების ჯანმრთელობაზე. გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების გარდა, ამ დროს მთელ ორგანიზმში ირღვევა მეტაბოლიზმი, ქვეითდება არტერიული წნევა, ვითარდება ჰიპერქოლესტერინემია (სისხლში იმატებს ქოლესტერინის შემცველობა).

სუსტდება გულისცემა, თავს იჩენს ბრადიკარდია, კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება, ზოგადი სისუსტე, ჰიპოთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობა) ხშირად ხელს უწყობს ყაბზობას, იმუნიტეტისა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უშვილობას, სპონტანურ აბორტს, ანემიას.

იოდის უკმარისობა

ძალიან მნიშვნელოვანია დროულად შეამოწმოთ ორგანიზმში იოდის შემცველობა, ამის გაკეთება მარტივი ტესტის საშუალებით შეგიძლიათ:

1. საღამოს ბამბიანი ჩხირის დახმარებით წაისვით იოდი მაჯებზე, გაიკეთეთ 3 ხაზი, წვრილი , საშუალო და მსხვილი.

2. თუ დილით კანზე სამიდან არც ერთი ხაზი აღარ იქნება, აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს.

3. თუ მხოლოდ 1 ხაზი დარჩა, შეცვალეთ თქვენი რაციონი, იოდის დღიური ნორმის მისაღებად მიირთვით ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზის სახეობები, კრევეტები, ფეიხოა და კვერცხი.

4. თუ ყველაზე წვრილი ხაზი გაქრა, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში იოდის შემცველობა ნორმაში გაქვთ.გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი, აირიდეთ იოდის ნაკლებობა და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე!

frenis kompensacia
frenis kompensacia