მინდა გაგიზიაროთ თევზის მომზადების მარტივი რეცეპტები -დღეიდან თევზი თქვენს მენიუში მუდმივად იქნება!

310

 მინდა გაგიზიაროთ თევზის მომზადების მარტივი რეცეპტები -დღეიდან თევზი თქვენს მენიუში მუდმივად იქნება!

თევზის კერძები

„სილიოტკა“ ლიმონითა და ხახვით

ეს თევზი დამარილებული იყიდება კონსერვის ქილაში. ამოიღეთ ქილიდან და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. ჩაალაგეთ თიხის ქილაში. დააჭერით ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ლიმონის თხლად დაჭრილი ნაჭრები, მოასხით ძმარი და რამდენიმე საათი გააჩერეთ.
მოაყარეთ ოვალურად დაჭრილი მოხარშული კვერცი მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად.

შემწვარი თევზი არაჟნისა და ტომატის სოუსში: 

მასალა:

  • 800 გრ თევზი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 4 ჩ/ ჭ რძე
  • 2 ს. კ ფქვილი
  • 1/2 ჩ/ჭ დაფხვნილი ორცხობილა
  • ზეთი.

საწებელი:

  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს კ ზეთი
  • 1 ს. კ ფქვილი
    2 ს/კ ტომატი
  • 2 ჩ/ ჭ თევზის ბულიონი (შესაძლებელია ბოსტნეულის ნახარშიც)
  • 2-3 ს კ არაჟანი
  • 1 ც დაჭრილი ლიმონი და პომიდორი
  • მარილი გემოვნებით

შემწვარი თევზი

1. თევზი გარეცხეთ, გაამშრალეთ და ათქვეფილ რძესა და მარილში არეულ
კვერცხში ჩადეთ. შემდეგ დაფხვნილ ორცხობილაში აურიეთ ფქვილი და თევზი ამ
მასაში კარგად ამოავლეთ. ზედმეტი ფქვილი მოაშორეთ.

2. ტაფაზე დაასხით ზეთი, როცა კარგად გაცხელდება, დადეთ თევზი და შეწვით ორივე მხრიდან.

3. ცხელი თევზი დააწყვეთ ლანგარზე ან ღრმა ჯამში, გარნირად გამოიყენეთ მოხარშული ან შემწვარი კარტოფილი და საწებელი.

4. საწებლისთვის: ხახვი წვრილად დაკეპეთ და 1ს/კ ზეთში მოშუშეთ, დაამატეთ 1ს/კ ფქვილი და კიდევ შუშეთ. დაამატეთ 2ს/კ ტომატი, კარგად აურიეთ და 2ჩ/ჭ ბულიონით გააზავეთ. შეანელეთ მარილით და 8-10 წთ ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით, დაამატეთ 2-3 ს/კ არაჟანი და კარგად ათქვიფეთ. მორთეთ დაჭრილი ლიმონითა და პომიდვრით.

თევზი ქინძ-ძმარში

მასალა:

  •  1 დიდი თევზი
  • 1 ს/კ ძმარი
  • 2-3 თ პატარა ხახვი
  • 1 კონა ქინძი,
  • 1 ც ლიმონი
  • 1-1,5ლ თევზის ნახარში
  • მარილი და დაფნის ფოთოლი.

დიდი ზომის გასუფთავებული თევზი მოხარშეთ. ცალკე მოამზადეთ სოუსი: თევზის ნახარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მარილი, პატარა ხახვები, ლიმონის ნაჭრები, ძმარი და ღრმა ჭურჭლით მიიტანეთ სუფრაზე.

თევზის კატლეტი

მასალა:

  • 250 გრ თევზის ფილე
  • 80 გრ პური
  • 1/2 ჩ/ჭ რძე
  • 3 ს/კ დაფხვნილი ორცხობილა
  • 2 ს/კ ზეთი
  • 1,5 ს/კ კარაქი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით.

1. ძველი თეთრი პური დაჭერით და ჩაალბეთ რძეში. 2. თევზის ფილე დაგაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, შეაზავეთ მარილითა და პილპილით, დაამატეთ
ჭერით შეურიეთ დამბალ პურში, ორჯერ კვერცხი, კარგად აურიეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ დაფხვნილი ორცხობილაში და ორივე მხრიდან კარგად შებრაწეთ. შემდეგ 2 წუთით შედგით წინასწარ გაცხელებულ აირღუმელში.

სამახსოვრო რჩევები

ბევრი წყალში ხარშვისას თევზის დაგეშლებათ. მოხარშეთ იგი, რაც შეიძლება ცოტა
წყალში, თანაც აუცილებლად ნელ ცეცხლზე!

ქაშაყის დამარილებული ფილე განსაკუთრებით გემრიელია, თუ მას წყალში დალბობის
შემდეგ 2სთ დოში (იხ. ლექსიკონი) გააჩერებთ.

დამარილებულ თევზს ხარშვისას მარილი არ დაამატოთ.

თევზის ნარჩენებისგან (ფხა, თავი) მშვენიერი ნახარში მზადდება. მოათავსეთ ისინი
სანელებლებთან ერთად ქვაბში, ნელ ცეცხლზე ადუღეთ, გადაწურეთ და ნახარშიც მზადაა!

თევზი უშუალოდ შეწვის წინ დაამარილეთ.

თევზის შეწვისას მძაფრი სუნის გასაქრობად (უმჯობესია მზესუმზირისა და ერბოს თანაბრად ხმარება) ცხიმში რამდენიმე თხელი ნაჭერი კარტოფილი ჩააგდეთ.

მჟავე კიტრის წვენში მოხარშული ოკეანის თევზი განსაკუთრებით გემრიელია.

თუ შეწვამდე თევზს 15-20 წუთით ადრე მოასხურებთ ლიმონის წვენს, უფრო გემრიელი გამოვა.

Facebook კომენტარები