ჩემი დედამთილის საიდუმლო რეცეპტი – აი ასე ამზადებს კომბოსტოს ფოთლისა და ვაზის ტოლმას -ვინც კი დააგემოვნა აღფრთოვანება ვერ დამალა..

439

ჩემი დედამთილის საიდუმლო რეცეპტი - აი ასე ამზადებს კომბოსტოს ფოთლისა და ვაზის ტოლმას -ვინც კი დააგემოვნა აღფრთოვანება ვერ დამალა..

კომბოსტოს ფოთლის ტოლმა

მასალა:

  • 500გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი
  • 200გრ ხახვი
  • 800გრ კომბოსტო
  • 1/4 ჩ/ჭ ბრინჯი
  • 1კგ პომიდორი (ან 1ჩ/ჭ ტომატი)
  • ქინძი, ოხრახუში
  • 1/2 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • შავი პილპილი
  • მარილი გემოვნებით.

1. ხორცი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ
ხახვთან და მწვანილთან ერთად.

2. დაამატეთ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი,შავი პილპილი, მარილი, ცოტა წყალი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს.

3. თავი კომბოსტო - ჩადეთ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 5-10წთ, ფოთლები დააცალკევეთ, მოაჭერით მაგარი ნაწილები, ზედ დადეთ ხორცის ფარში და შეახვიეთ.

4. ქვაბის ძირში ჩაალაგეთ კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები, ზემოდან ფენა-ფენა დაალაგეთ გამზადებული ტოლმები და მოაყარეთ ცოტაოდენი შაქრის ფხვნილი (სასიამოვნო ფერისა და პიკანტური გემოსთვის).

5. პომიდორი გაფცქვენით, დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და მოასხით ზემოდან ტოლმას (ან წყალში გახსნილი ტომატი) ისე, რომ ტოლმები მთლიანად დაფაროს, ზემოდან დაადეთ მძიმე თეფში (ტოლმა რომ არ დაიშალოს), მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 1,5სთ.

6. მზა კერძი გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.

ვაზის ფოთლის ტოლმა

მასალა:

  • 500გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი,
  • 1 თავი ხახვი,
  • 1/4 ჩ/ჭ ბრინჯი,
  • ვაზის ფოთოლი რამდენიც დაგჭირდებათ,
  • ოხრახუში, ქინძი, პილპილი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 0,5 ლ მაწონი,
  • დანაყილი დარიჩინი,
  • შაქრის პუდრა,
  • მარილი გემოვნებით

1. ხორცი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით, ხახვთან და მწვანილთან ერთად
გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, პილპილი,
მარილი, ცოტა წყალი და კარგად გადაურიეთ.

2. ვაზის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ რამდენიმე საათი, გააცივეთ და დაწრიტეთ. შემდეგ თითოეულ ფოთოლზე დადეთ ფარში და შეახვიეთ.

3. ნიორი და მარილი დანაყეთ, ჩაყარეთ მაწონში და ურიეთ.

4. შაქრის პუდრა და დანაყილი დარიჩინი ერთმანეთში აურიეთ.

5. მზა ტოლმა მაგიდაზე მიიტანეთ ცხლად, ნივრიან მაწონთან ან დარიჩინთან ერთად.
რჩევა: ამავე პრინციპით მზადდება კომბოსტოს ტოლმაც, იმ განსხვავებით, რომ
ქვაბის ძირზე აუცილებლად უნდა დაალაგოთ კომშის ნაჭრები ან მორჩენილი
კომბოსტოს ფოთლები, რომ არ მიიწვას. ხოლო ზედაპირზე დაჭყლეტილი პომიდვრის
წვენი უნდა მოასხათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia