დაივიწყეთ ვიტამინების მიღება მედიკამენტების სახით! მიიღეთ ვიტამინები მარტივად და ჯანსაღად!
ვიტამინები ისეთი ნივთიერებებია, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, მათ გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება. აუცილებლად უნდა მიიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი გაჯერებული ვიტამინებით ან საკვები დანამატების სახით.
რომელია აუცილებელი ვიტამინები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ ?
ვიტამინი A ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტები ეხმარებიან ორგანიზმს თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში და ამით ონკოდაავადებებისგან გვიცავენ. ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინი გარდაიქმნება ორგანოების ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ბეტა-კაროტინად.
B ჯგუფის ვიტამინები წყალში ხსნად ვიტამინთა ჯგუფი, რომლებიც დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში.
ვიტამინი B1
- აუმჯობესებს გონებრივ მონაცემებს
- ახდენს ნერვული სისტემის და გულის ნორმალიზებას
ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას,
მას შეიცავენ: ღვიძლი, ღორის ხორცი, მარცვლეული, კაკალი, ხორბალი, არაქისი, ბოსტნეული და სხვა.
ვიტამინი B2 მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში.
ვიტამინი D ორგანიზმს ეხმარება კალცის და ფოსფორის მომარაგებაში, რკინის, მაგნიუმის, ფოფატისა და თუთიის შეწოვაში. გაციების დროს შეგიძლიათ მიიღოთ A და C ვიტამინთან ერთად.
ვიტამინი E წარმოადგენს ანტიოქსიდანტურ საშუალებას . მას აქვს უნარი დაიცვას სხვადასხვა ნივთიერებები ზეჟანგვითი ცვლიებებისგან , თრგუნავს ცილების , ნუკლეინის მჟავების და სტეროიდების ცვლას.
ქვემოთ მოცემულია რომელი პროდუქტი რომელ ვიტამინს შეიცავს:
A - სტაფილო, ციტრუსის ხილი, კარაქი, ყველი, კვერცხი.
D- რძე, კვერცხი, ცხიმიანი თევზი.
E - სიმინდი, მზესუმზირა, ზეითუნის ზეთი; ბარდა
k - მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ისპანახი, ბრიუსელის კომბოსტო, ჩვეულებრივი კომბოსტო და ყვავილოვანი კომბოსტო, ბურღულეული მარცვლეული.
B1 - ღორის ხორცი, შვრია, თხილეული.
B2 - ხორბლის ქატო, სოიო, ბროკოლი, ღვიძლი, კვერცხის გული, ყველი.
pp - მწვანე ბოსტნეული, თხილი, ბურღულეული მარცვლეული, საფუარი, ხორცი, მათ შორის ქათამი, ღვიძლი, თევზი, რძე, ყველი.
B5 - საფუარი, პარკოსნები, სოკო, ბრინჯი, ღვიძლი, ხორცის სუბპროდუქტები.
B6 - მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხორცი, ღვიძლი, თევზი, რძე, კვერცხი.
b9 - თხილი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ლობიო, ბანანი, ფორთოხალი, კვერცხი, ორგანული ხორცი.
B12 - საფუარი, წყალმცენარეები, ღვიძლი, ხიზილალა, კვერცხი, ყველი, რძე, ხაჭო, ხორცი, თევზი.
H - კვერცხის გული, ღვიძლი.
ბეტა-კაროტინი - სტაფილო, ოხრახუში, ისპანახი, საგაზაფხულო მწვანილი, ნესვი, პომიდორი, ასკილი, ბროკოლი, გარგარი.