თუ ფარისებრი ჯირკვალი ჯანმრთელია – მთელი სხეული ჯანმრთელია! რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

2298

თუ ფარისებრი ჯირკვალი ჯანმრთელია - მთელი სხეული ჯანმრთელია! რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?

ფარისებრი ჯირკვალი პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა, რომელსაც უდიდესი როლი აკისრია ორგანიზმის  ფუნქციონირებაში. მისმა დისფუნქციამ შესაძლოა სხვა ორგანოების დაავადებებიც გამოიწვიოს. ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმში მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები:

საჭმლის მონელების გაუმჯობესება

ჯანსაღი კანისა და წონის შენარჩუნება

კალციუმის შეწოვა,

დეპრესიასთან ბრძოლა

ებრძვის უძილობას

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • იოდის დეფიციტი, რისი  გაუმჯობესება შესაძლებელია საკვებში იოდიანი მარილის გამოყენებით
  • გენეტიკური და მემკვიდრული განწყობა
  • ინფექციები
  • სტრესული გარემო

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სპექტრიდან ყველაზე ხშირად იკვლევენ ჰიპოფიზის ჰორმონს- თირეოტროპულ ჰორმონს (TSH). ამ უკანასკნელი ჰორმონის დონის მომატება გვიჩვენებს, რომ ფარისებრ ჯირკვალს მუშაობა უჭირს (ანუ ფუნქცია აქვს შემცირებული), რის გამოც  ჰიპოფიზი გასცემს უფრო მეტ ბრძანებას, რათა ფარისებრ ჯირკვალს სათანადო ოდენობის ჰორმონის გამომუშავება აიძულოს.

ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის შენარჩუნება საკმაოდ რთულია. გთავაზობთ მარტივი და გემრიელი სასმელის რეცეფტს ფარისებრი ჯირკვლის სწორი ფუნქციონირებისთვის.

შემადგენლობა:

დარიჩინი - ½ ჩაის კოვზი

კოჭა - ½ ჩაის კოვზი

ჯავზი - ¼ ჩაის კოვზი

ლიმონის წვენი - ¼ ჭიქა ან 1-2 ლიმონი (ახლად გამოწურული)

ფორთოხლის წვენი - ¾ ჭიქა ან 3 ფორთოხალი (ახლად გამოწურული)

მოცვის წვენი - 1 ჭიქა

გაფილტრული წყალი - 7 ჭიქა

მომზადების მეთოდი:

აიღეთ 7 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. დაამატეთ 1 ჭიქა მოცვის წვენი მდუღარე წყალში და დაუწიეთ ტემპერატურას. ახლა დაამატეთ ¼ ჩაის კოვზი ჯავზი და ½ ჩაის კოვზი კოჭა და იგივე რაოდენობით დარიჩინი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე. დაამატეთ ლიმონის და ფორთოხლის წვენები და კარგად მოურიეთ. თქვენი სასმელი მზად არის.

შეგიძლიათ დაამატოთ ყინულის კუბურები, რომ ისიამოვნოთ გამაგრილებელი სასმელით. ეს სასმელი დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. მოცვი ამ რეცეპტის მთავარი ინგრედიენტია, რომელიც ფარისებრ ჯირკვალს ეხმარება, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავს იოდს.
თქვენ ასევე მიიღებთ საკმარის C ვიტამინს, კიბოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო ნუტრიენტებს.

გამოიყენეთ ეს საშუალება რეგულარულად ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის მოსახსნელად და გაჯანსაღებისთვის. ეს ბუნებრივი საშუალება დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში.

frenis kompensacia
frenis kompensacia