ნახეთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის კიტრიან წყალს და ზოგადად კიტრს!

1999

ნახეთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია თქვენთვის კიტრიან წყალს და ზოგადად კიტრს!

კიტრიანი წყალი არეგულირებს წყლის ბალანსს ორგანიზმში. დიახ, სწორედ კიტრი ითვლება სხეულის ერთ-ერთ საუკეთესო დამატენიანებლად, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია წონაში კლების დროს.

კიტრიანი წყალი სხეულს საჭირო ტემპერატურას შეუნარჩუნებს, დაეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. თქვენ გექნებათ მეტი ენერგია და ორგანოებიც უკეთესად იმუშავებს.

8 ჭიქა წყალი;
1 ლიმონი;
1 საშუალო კიტრი;
1 საშუალო კონა პიტნა;

გააჩერეთ 8 სთ, სვით და ისიამოვნეთ!

ლიმონი სუპერსაშუალებაა წონაში კლებისთვის.

კიტრის 7 საუკეთესო თვისებები.

1) მადის ჩამხშობია.

კიტრიან წყალს დაამატეთ ლიმონის წვენი, გაითვალისწინეთ, რომ  დღეში 3-ჯერ უნდა იკვებოთ მსუბუქი საჭმელით (მაგალ: არაჟანი, წიწიბურა და ა.შ.

2) ზრუნვა კანზე.

კიტრი მდიდარია სილიციუმის დიოქსიდით, რომელიც აღადგენს ქსოვილებს და აძლიერებს კანს. კიტრის შემადგენელი 95 % არის წყალი. შეგიძლიათ  დაჭრილი  კიტრი დაიდოთ სახეზე სადაც გაქვთ ნაოჭები და ა.შ.  კიტრის თესლი შეცივას E ვიტამინს.

3) ბრძოლა დაავადებებთან.

ეს არაჩვეულებრივი ბოსტნეული შეცივას A და D ვიტამინებს.

4) დამატენიანებელი

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კიტრი ატენიანებს ორგანიზმს, ამარაგებს წყლით და გამოდევნის სხვადასხვა საზიანო ნივთიერებებს ორგანიზმიდან.

5) დეტოქსიკატორი

21-ე საუკუნეში მომრავლებულია " სწრაფი კვების " ობიექტები, სადაც ხშირად არ იცავენ სისუფთავესა და ვარგისიანობის  ნორმებს, გირჩევთ კიტრს, რათა გაწმინდოთ თქვენი ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისაგან.

6) არტერიალური წნევის მარეგულირებელი.

მაღალი წნევა აწუხებს  40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ადამიანს, კიტრი შეიცავს კალიუმს, რომელიც დაგეხმარებათ არტერიული წნევის დარეგულირებაში და სისხლის უკეთ მიმოქცევაში.

7) ჯანსაღი თმა

კიტრი ხელს უწყობს  თმის გაჯანსაღებას, რადგან ეს ბოსტნეული შეიცავს ისეთ ნივთიერებებს როგორიცაა: სილიკონი, ფოსფორი და კალციუმი

კიტრიანი წყლის მომზადება:

1) კიტრი გარეცხეთ კარგად, არ გათალოთ!

2) კიტრის სუფთა ნაჭერები წყლიან ჭურჭელში განათავსეთ, (თუ გსურთ ლიმონიც) მინიმუმ 2 საათი, უმჯობესია  ღამით, რადგან რაც უფრო დიდი ხანი მოათავსებთ კიტრს წყალში, მით უფრო მეტად სასარგებლოა.

3) მივირთვათ ცივი.

frenis kompensacia
frenis kompensacia