ორგანიზმის საუკეთესო დამატენიანებელი პროდუქტები

180

ორგანიზმის საუკეთესო დამატენიანებელი პროდუქტები

ორგანიზმის დატენიანება არ არის დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, თუ რამდენ წყალს დალევთ, ყველაფერი დამოკიდებულია წყლის შენარჩუნების უნარზე.

ჯანსაღი, დატენიანებული უჯრედები – ჯანმრთელი და ლამაზი კანის  მთავარი პირობაა, ამიტომ დღეს 9 დამატენიანებელი საკვების შესახებ მოგიყვებით.

დაბერების პროცესთან ერთად ჩვენი უჯრედები წყალს კარგავენ. როცა ვიბადებით, ჩვენი სხეული დაახლოებით 75% წყლისგან შედგება, ასაკის მატებასთან ერთად უჯრედებში წყალის რაოდენობა 50%-მდე იკლებს.

უჯრედულ დონეზე გაუწყლოვანება ამავდროულად დაბერების ნიშნებს იწვევს (კანის ნაოჭები და ნაკეცები). წყალი ბოსტნეულში და ხილში ნუტრიენტებს და სტრუქტურირებულ წყალს შეიცავს ჩვენი უჯრედების დატენიანებისთვის, ჯანსაღი და ბზინვარე კანისთვის.

უმრავლესობას გონია, რომ დღეში  8 ჭიქა წყლის დალევა ორგანიზმის დატენიანებას უზრუნვეჰყოფს. ეს მითი დიდი ხანია დავამსხვრიეთ, და თუ გამოგრჩათ, შეგახსენებთ, რომ  მიღებული წყალი იმდენად სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან, რომ სხვადასხვა ორგანოებისთვის წყლის მიწოდებისას კანის ზედაპირს ვერც კი აღწევს.

წყალი ბოსტნეულსა და ხილში სპეციალური მოლეკულებით არის შემოფარგლული, რომლებიც წყლის უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. უჯრედული წყალი უფრო ნელა გაიწოვება, რაც ორგანიზმს უფრო ხანგრძლივი დროით დატენიანებას უზრუნველჰყოფს.

ბევრი სახეობის საკვები შეიცავს წყალს, მაგრამ მცენარეული საკვები, როგორიცაა ხილი და ბოსტნეული, უფრო მეტ წყალთან ერთად ანტიოქსიდანტებს, ანთების საწინააღმდეგო და მცენარეულ ბოჭკოებს შეიცავს.

1. კიტრი | 97% წყალი

ერთერთი ყველაზე დამატენიანებელი პროდუქტი. დაამატეთ კიტრი ისპანახის და ქოქოსის მწვანე სმუზიში.  2 კოვზი ჩიას თესლი და თქვენ უკვე სასარგებლო ბოჭკოების დოზაც მიიღეთ!

2. მარწყვი| 92% წყალი

სმუზის ეს რეცეპტი მარწყვსა და საზამთროს შეიცავს –  წყლის მაღალი შემცველი, გემრიელი პროდუქტი და ანტიოქსიდანტური კოქტეილი მზად არის!

ბლენდერში მოათავსეთ შემდეგი ინგრედიენტები:

½ ჭიქა ანანასი

1 გაყინული ბანანი

½ გაყინული მარწყვი

¾ საზამთრო წყლის ნაცვლად

3. საზამთრო | 92% წყალი

რეცეპტი ძალიან მარტივია, ბლენდერში მიღებულ საზამთროს წვენში აურიეთ 1 კოვზი ჩიას თესლი 4 გრამიანი პროტეინული ბიძგისთვის. საზამთრო ასევე ანტიოქსიდანტ ლიკოპენს შეიცავს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საწინააღმდეგო სასუალებად მიიჩნევა.

4. ჟოლო| 92% წყალი

თითო ჭიქა ჟოლო, ისპანახი, გაყინული ბანანი ბლენდერში დაამუშავეთ ნახევარ ჭიქა წყალთან ერთად – კიდევ ერთი ანტიოქსიდანტური კოქტეილის რეცეპტი!

5. ისპანახი| 92% წყალი

ეს მწვანე სმუზი ისეთი დამატენიანებელია, რომ მეგობარს ან ახლობელს შეგიძლიათ გაუზიაროთ. თითო ჭიქა ისპანახი, კიტრი, ნიახური, 1 ავოკადო, 1 ლიმონიდან გამოწურული წვენი, 4 ჭიქა წყალი და ყინული.

6. ნიახური| 95% წყალი

ეს დამატენიანებელი წვენი A ვიტამინის დღიურ დოზას შეიცავს – ნიახური ორი ტოტის წვენი, 3 სტაფილო, 1 ვაშლი, კიტრის მეოთხედი. ცოტა სიტკბოსთვის შეგიძლიათ ლიმონი გრეიპფრუტით ჩაანაცვლოთ ან დაამატოთ ცოტა ვაშლი ან ატამი.

7. გრეიპფუტი| 91% წყალი

1 გრეიპფრუტი გათალეთ, დაამატეთ ვაშლი, 2 ჭიქა ისპანახი, გაყინული ბანანი, ყინული და 1/2 ჭიქა წტალი – ეს არის თქვენი მეტაბოლიზმის გამაძლიერებელი და დამატენიანებელი სმუზი. გრეიპფრუტი ასევე C ვიტამინის მიღების დიდი წყაროა!

8. ნესვი| 90% წყალი

სასარგებლო ბოჭკოების დოზისთვის ბლენდერში აურიეთ კუბიკებად დაჭრილი ნესვი, 2 გაყინული ბანანი, ყინული და ჩიას ან სხვა თესლი, ორი ადამიანისთვის სმუზი მზად არის!

9. წითელი კომბოსტო | 92% წყალი

ცოტა უცნაური კომბინაციაა, მაგრამ ეს ვიტამინებით მდიდარი სმუზი თქვენ მოგეწონებათ. კომბოსტოს მირთმევის ერთერთი საუკეთესო მეთოდია. უბრალოდ შეურიეთ მას ჭარხალი და კენკრა.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia