ეს მეთოდები დაგეხმარებათ შემაწუხებელი სლოკინის მოცილებაში

192

ეს მეთოდები დაგეხმარებათ შემაწუხებელი სლოკინის მოცილებაში

1. სუნთქვა შეიკავეთ

ღრმად ჩაისუნთქეთ და 10-15 წამი სუნთქვა შეიკავეთ. 3-4 ცდის შემდეგ, ჩვეულებრივ, სლოკინი გადის. ეფექტის გაძლიერების მიზნით, სუნთქვის შეკავების შემდეგ რაც შეიძლება ნელა ამოისუნთქეთ. არ გეხმარებათ? მაშინ სუნთქვა უფრო ხანგრძლივად – 60-70 წამით შეიკავეთ.

2. დალიეთ წყალი

ჭიქა ცივი წყალი მაგიდის კიდეზე დადგით. ხელები ზურგისაკენ წაიღეთ და ერთმანეთს ჩასჭიდეთ. ხელების დაუხმარებლად წყალი აუჩქარებლად, პატარ-პატარა ყლუპობით დალიეთ.

3. მოეხვიეთ დიაფრაგმას

თავს მაგრად მოეხვიეთ.დიაფრაგმას (წელის ზევით მდებარეობს) 30-40 წამი ხელები მაგრად შემოაჭდეთ.

4. ბურთის პოზა

ბურთის პოზა მიიღეთ.თავი წინ დახარეთ, მუხლებზე ხელები შემოიხვიეთ და მკერდს მიაბჯინეთ. რამდენიმე წუთი ამ პოზაში დაყავით. სლოკინი შეწყდება.

5. სუნთქვა

სწრაფად ისუნთქეთ. დაჯექით და 6-7 ჯერ სწრაფად და ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

6. აცემინეთ

აცემინეთ.ეცადეთ, რამდენჯერმე დააცემინოთ. დიაფრაგმის მკვეთრად შეკუმშვა ამ დროსაც ხდება.

7. ყინული და შაქარი

ყინული და შაქარი წუწნეთ. შეგიძლიათ ყინულის ნატეხი ან ლიმონის წილაკი წუწნოთ. ზოგიერთს ჩაის კოვზი შაქრის მშრალად ჩაყლაპვაც შველის.

8. სითბო

გათბით.კარგად ეხმარება გულის მიდამოს გათბობა. ამ ადგილას რამდენიმე წუთით სათბურა დაიდეთ.

9. ყურადღება არ მიაქციოთ

იგნორირება მოახდინეთ.სლოკინს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. რაიმე საქმით დაკავდით. თავისით გაივლის.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia