ამ მეთოდით ვარიკოზული ვენების მკურნალობა სახლში გაგიმარტივდებათ

1418

ამ მეთოდით ვარიკოზული ვენების მკურნალობა სახლში გაგიმარტივდებათ

ვენების ვარიკოზული გაგანიერება ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ყოველ მესამე ადამიანში გვხვდება. სამწუხაროდ, ვარიკოზის მკურნალობის სამედიცინო და ქირურგიული მეთოდები საკმაოდ ძვირია. ამიტომ, დასაწყისისთვის სცადეთ საშინაო საშუალებები, რომლებიც ამცირებს გამოსული ვენების თვალსაჩინობას.

ის, თუ რამდენად ეფექტური იქნება ვარიკოზის მკურნალობა ხალხური საშუალებებით, დაავადების ფორმაზეა დამოკიდებული. ასე, ვარიკოზის ადრეული ნიშნების – ფეხებში სიმძიმის შეგრძნების, სისხლძარღვოვანი ბადეების გაჩენის – დროს, შეიძლება საკმარისი იყოს სპეციალური სავარჯიშოების შესრულება და ხალხური რეცეპტით დამზადებული ნაყენის კურსის გავლა. თუმცა, უფრო მწვავე ფორმების დროს, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზული და ეფექტური თერაპიაა საჭირო.

ნებისმიერ შემთხვევაში, ექიმს მიმართეთ მაშინვე, როგორც კი ვარიკოზის არსებობაზე გაგიჩნდებათ ეჭვი – რაც უფრო სწრაფად დაადგენთ დაავადებას, მით უფრო სწრაფად შეუდგებით მის მკურნალობას და გაზრდით გამოჯანმრთელების შანსს.

წარმოგიდგენთ ვარიკოზის მკურნალობის 5 ხელმისაწვდომ საშუალებას:

1. ვაშლის ძმარი

ეს ნატურალური საშუალებაა, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და ორგანოების სისხლით მიწოდებას. ეს ხსნის ვენების შებერილობას.

  • დაიტანეთ გაუზავებელი ვსშლის ძმარი კანზე, ვარიკოზულ ვენებზე და მსუბუქად დაიზილეთ;
  • გააკეთეთ ეს ძილის წინ და დილაობით;
  • გაიმეორეთ პროცედურა რამდენიმე თვის განმავლობაში.

2. ნიორი

ნიორი შესანიშნავად ხსნის ანთებასა და ვარიკოზულ სიმპტომებს. იგი, ასევე, ხსნის ტოქსინებს სისხლძარღვებში და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

  • დააქუცმაცეთ 6 კბილი ნიორი და მოათავსეთ შუშის ქილაში;
  • დაუმატეთ 3 ფორთოხლის წვენი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი;
  • გააჩერეთ მასა 12 საათით;
  • შეანჯღრიეთ ქილა და დაიტანეთ რამდენიმე წვეთი თითებზე. დაიზილეთ ანთებული ვენები წრიული მოძრაობებით 15 წუთის განმავლობაში.
  • შეიხვიეთ მონაკვეთი ბამბის ქსოვილით და გაიჩერეთ მთელი ღამით;
  • გაიმეორეთ ყოველდღიურად, რამდენიმე თვის განმავლობაში.

3. გამამელისი

გამამელისი აძლიერებს სისხლძარღვებს და ხსნის ვარიკოზის სიმპტომებს. მას შემკუმშველი მოქმედება აქვს და შეიცავს გალმჟავასა და ეთერზეთებს, რომლებიც ანთებასა და ტკივილს ხსნის.

  • ჩაალბეთ მარლა გამამელისის ნაყენში და დაიდეთ მტკივან ადგილას;
  • გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3-ჯერ, 1-2 თვის განმავლობაში;
  • ასევე, შეგიძლიათ ფეხები ჩაილბოთ თბილ წყალში, გამამელისის 10-20 წვეთი ნაყენის დამატებით.

4. ცხენისწაბლა

ცხენისწაბლა უძველესი დროიდან გამოიყენება ვარიკოზის სამკურნალოდ. მას ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. მასში არსებული აესცინი აუმჯობესებს ვენების ელასტიურობას და ხელს უშლის იმ ფერმენტების გაჩენას, რომლებიც კაპილარების კედლებს ანადგურებს.

  • ცხენისწაბლას ბალზამი აფთიაქებში იყიდება;
  • დაიტანეთ იგი დაზიანებულ მონაკვეთებზე დღეში ორჯერ;
  • ფეხმძიმობის ან ლაქტაციის დროს, ეს საშუალება უკუჩვენებულია.

5. ოხრახუში

ოხრახუში დიდი რაოდენობით C ვიტამინს –  მძლავრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას. მას, ასევე, შეუძლია უჯრედების აღდგენა და რეპროდუქცია. ამასთან, ოხრახუში შეიცავს რუტინს, რომელიც აძლიერებს კაპილარებს.

  • მოხარშეთ 1 მუჭა დაბეგვილი ოხრახუში 1 ჭიქა წყალში, 5 წუთის განმავლობაში;
  • გააგრილეთ და გადაწურეთ;
  • დაუმატეთ თითო წვეთი ვარდისა და გულყვითელას ეთერზეთები;
  • შედგით რამდენიმე წუთით მაცივარში;
  • ბამბის დისკის გამოყენებით, დაიტანეთ მასა მტკივან ადგილებზე;
  • გაიმეორეთ ყოველდღე, რამდენიმე თვის განმავლობაში.
frenis kompensacia
frenis kompensacia