ცნობილი წამალია, რომელსაც ბებიები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში იყენებდნენ-აბუსალათინის ზეთი
თუ თქვენ ეძებთ დადასტურებულ, იაფ საშუალებას თმის, წამწამებისა და წარბების აღსადგენად და გასამაგრებლად, დაამატეთ აბუსალათინის ზეთი თქვენს სილამაზის მეოთდებს.
ეს ყვითელი, სქელი ზეთი ცნობილია მრავალი ჯანმრთელობისა და სილამაზის თვისებებით.
აბუსალათინის ზეთი შეიცავს მჟავას, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. თუ თქვენ გაქვთ სკალპის პრობლემები, რაც იწვევს თმის ცვენას ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციების გამო, აბუსალათინის ზეთი არის ბუნებრივი გზა ამ პრობლემების გამოსასწორებლად და თმის ზრდის სტიმულირებისთვის.
ის ასევე ეფექტურია ქერტლისა და თავის კანის სამკურნალოდ. აბუსალათინის ზეთი მდიდარია ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც კვებავს თავის თმას და თმის ფოლიკულს, რის შედეგადაც მთა ჯანსაღდება.
აბუსალათინის ზეთის ყიდვისას, ეძებეთ ცივად გამოწურული ორგანული ზეთი, ოპტიმალური შედეგის მისაღწევად.
გამოიყენეთ შემდეგი მეთოდი კვირაში რამდენჯერმე თქვენს თმაზე და სკალპზე თმის ზრდის სტიმულირებისთვის:
შეიზილეთ მსუბუქი ზეთი თანაბარ ნაწილებში, რომ ხელი შეუწყოთ თავის კანის გაჯანსაღებას. ჟოჟობას, ზეითუნის და ქოქოსის ზეთი კარგი არჩევანია.
თანაბრად გაანაწილეთ ზეთი სკალპზე თითის წვერებით, წრიული მოძრაობით სცადეთ სკალპის სტიმულირება, ამით სისხლის მიმოქცევას ხელს შეუწყობთ.
შეიხვეთ თმა პირსახოცით ან შხაპის ქუდით და გაიჩერეთ 4 საათის განმავლობაშიხ რათა ზეთმა შეძლოს კანში შეღწევა.
დროის გასვლის შემდეგ საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ შამპუნით, რომ ზეთის ყველა კვალი გაირეცხოს. გამოიყენეთ თქვენი საყვარელი კონდიციონერი.
თუ გსურთ თმას ბრწყინვალება შემატოთ ან გაყოფილი ბოლოები გააჯანსაღოთ, წაისვით ცოტაოდენი ზეთი თმაზე. მოერიდეთ ზედმეტად ბევრი ზეთის გამოყენებას, რადგან ეს თქვენს თმას ამძიმებს და ცხიმიანად გამოიყურება.
შეიძლება დაგჭირდეთ ექსპერიმენტი, რომ იპოვოთ თქვენთვის სასურველი ზეთის სწორი რაოდენობა.
სქელი წარბებისა და წამწამებისათვის უბრალოდ თითის წვერებით წაისვით ყოველდღიურად ამ ადგილებში ზეთი. ფრთხილად იყავით, რომ თვალებში ზეთი არ ჩაგივიდეთ.
კვლევამ აჩვენა, რომ აბუსალათინის ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რაც ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას. სისქისა და კანის მრავალ ფენაში შეღწევის უნარის გამო, აბუსალათინის ზეთი ასევე ეფექტურია ნაწიბუროვანი ქსოვილისა და სტრიების ნიშნების შესამცირებლად.
დაიტენიანეთ ტუჩები ყოველდღიურად აბუსალათინის ზეთით. აბუსალათინის ზეთი უზრუნველყოფს მშრალი, გახეთქილი ტუჩების ოპტიმალურ გაახალგაზრდავებას.