მოამზადეთ ჭარხლის სალათი ნიგვზით! ძალიან გემრიელი და მარტივია…

882
frenis kompensacia
frenis kompensacia
AviaeSIM — სამოგზაურო ინტერნეტი 70% ფასდაკლება ყველა პაკეტზე · 193 ქვეყანა

დაგჭირდებათ:

• 300 გრ. ჭარხალი
• 2 ც. კვერცხი
• 80 გრ. ყველი
• 3 ს. კ მაიონეზი
• 1 ჩ. კ მდოგვი
• 80 გრ. ნიგოზი
• 1 ც. კიტრი
• მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. მოხარშეთ ჭარხალი, გააგრილეთ და დაჭერით კუბებად.

2. მაგრად მოხარშეთ კვერცხი და დაჭერით კუბებად, კიტრთან და ყველთან ერთად. ნიგოზი დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ.

3. აურიეთ დაჭრილი ინგრედიენტები, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

4. გადაურიეთ მდოგვი და მაიონეზი ერთმანეთს და დაუმატეთ სალათს. კარგად გადაურიეთ.

ამინდი
amindi