თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის 5 ყველაზე ეფექტური მეთოდი. მარტივია

3738

გთავაზობთ თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდის ყველაზე ეფექტურ რეცეპტებს.

1. თაფლი და კაკალი
დააქუცმაცეთ კაკალი (ნახევარ ლიტრიანი ქილა უნდა გაავსოთ), ქილაში გადაიტანეთ და ნატურალური თაფლი დაასხით. დაამატეთ 1 ჩ/კ დაფქვილი დარიჩინი და ½ ჩ/კ დაფქვილი კოჭა. მასას კარგად მოურიეთ და 24 საათით მაცივარში ჩადეთ. მიიღეთ ნარევის 1 ს/კ დღეში სამჯერ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე, სანამ ქილა არ დაცარიელდება.

ხახვის წვენი და თაფლი
1 ჭიქა ნატურალურ თაფლს 1/3 ჭიქა ხახვის წვენი შეურიეთ. მიიღეთ ამ ნარევის 1 ჩ/კ დღეში სამჯერ საკვების მიღებამდე ნახევარი საათით ადრე. ის ასევე იმუნიტეტსაც გააძლიერებს.

ნატურალური წვენები
ყოველდღიურად სადილამდე და ვახშმამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ ბროწეულის წვენის (მიიღეთ ასევე ვაშლის და სტაფილოს წვენი) ნახევარი ჭიქა.

ოროვანდის ნაყენი
თერმოსში 10–15 გრამი ოროვანდის გამხმარი ფესვი ჩაყარეთ, 1 ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით და 8–10 საათით დატოვეთ. ამის შემდეგ ნახარში გადაწურეთ და ცივ ადგილას დადგით, მიიღეთ სასმლის 4 ს/კ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი–1 თვე.

სასარგებლო პროდუქტები
ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის და სისმძარღვების გაწმენდისთვის ყოველდღიურად საუზმემდე ნახევარი საათით ადრე მიირთვით 1 მანდარინი, 1 მუჭა ქიშმიში, 5–6 კაკალი. 15–20 წუთის შემდეგ 1 ჭიქა წყალს 1 ჩ/კ თაფლი შეურიეთ და დალიეთ. 15–20 წუთის შემდეგ შეგიძლიათ საუზმეს შეუდგეთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia