მუხლების ტკივილი არამარტო მოხუცებს, არამედ ხშირად ახალგაზრდებსაც აწუხებთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი არსებობს რამდენიმე ვარჯიში, რომელიც მუხლის ტკივილს სამუდამოდ გაგიქრობთ.
ვარჯიში #1 ერთი ფეხით წრე შემოხაზეთ 10-ჯერ. (იგივე მეორე ფეხზეც გაიმეორეთ);
ვარჯიში #2 იგივე ვარჯიში სხვა მიმართულებით შეასრულეთ. ფეხი უკნიდან წინ დაატრიალეთ. (იგივე მეორე ფეხზეც გაიმეორეთ);
ვარჯიში #3 ფეხის წვერებზე 5-ჯერ დადექით, შემდეგ ფეხები განზე გაწიეთ და იგივე 5-ჯერ გაიმეორეთ.
ვარჯიში #4 ფეხი დიაგონალურად გაშალეთ და პატარა წრეები დახაზეთ 10-ჯერ, შემდეგ იგივე საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გააკეთეთ. იგივე ვარჯიში უკან მიმართული ფეხით გააკეთეთ.
ვარჯიში #5 დადექით ფეხის წვერებზე და ქუსლები ერთმანეთს მიადეთ. ეს 15-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
ვარჯიში #6 მუხლი გულმკერდთან ახლოს მიიტანეთ და ხელით დაიჭირეთ, ასე 20 წამი უნდა გაჩერდეთ. იგივე გააკეთეთ მეორე ფეხითაც.
ვარჯიში #7 მოხარეთ ფეხი 10 წამის განმავლობაში, შემდეგ კი ფეხი უკან გაშალეთ ისევ 10 წამის განმავლობაში, იგივე გაიმეორეთ მეორე ფეხზეც.
ვარჯიში #8 ფეხი მიადეთ მეორე ფეხის მუხლს, ხელები მაღლა აწიეთ და ასე გაჩერდით 20 წამის განმავლობაში, იგივე მეორე ფეხზეც გაიმეორეთ.
ვარჯიში #9 გაიმეორეთ იგივე ვარჯიში მაგრამ ერთი ცვლილებით: ფეხი ყოველ ჯერზე წინ გაწიეთ.
ვარჯიში #10 რეზინში ფეხის ტერფი მოათავსეთ და მთელი ძალით საპირისპირო მხარეს გაწიეთ ფეხი. გაიმეორეთ 15-ჯერ.
იმისთვის, რომ შედეგი მიიღოთ გირჩევთ ვარჯიშები 3 თვის განმავლობაში აკეთოთ.