როგორ უნდა ვუშველოთ დამსკდარ და გამომშრალ ქუსლებს? ყველაზე სწრაფი მეთოდი

2372

დამსკდარი და გაუხეშებული ქუსლები ბევრი ადამიანს აწუხებს, მისი მოვლა და კანის დარბილება კი ამ მეთოდი ძალიან მარტივია.

ინგრედიენტები:

თბილი წყალი;
10-15 ღერო ოხრახუში.

მომზადების წესი:

დააქუცმაცეთ ოხრახუში და იმ ჭურჭელში ჩაყარეთ, რომელშიც ფეხზე აბაზანა უნდა მიიღოთ, შემდეგ დაასხით თბილი წყალი და ფეხები ამ ნაზავში 30 წუთით ჩადეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ დღე.

ოხრახუში დიდი რაოდენობით C და K ვიტამინებს შეიცავს, რომლებიც კანის სირბილეს უზრუნველყოფენ. მათ შემადგენლობაში არსებობს ისეთი ნივთიერებაც, რომელიც გამომშრალი და დაზიანებული კანის უჯრედებს სწრაფად აღადგენს.

კიდევ ერთი ძალიან ეფექტური რეცეპტი ბრინჯის ნახარშის და სოდის ნაზავია.

ინგრედიენტები:

5-6 ჭიქა ბრინჯის ნახარში;
1 ჩ/კ სოდა

მომზადების წესი:

მოხარშეთ ბრინჯი და ნახარში იმ ჭურჭელში ჩაასხით, რომელშიც ფეხზე აბაზანა უნდა მიიღოთ, დაამატეთ სოდა და ფეხები ამ ნაზავში 15 წუთით გააჩერეთ.

სოდა კანს დაეხმარება რომ მკვდარი უჯრედები აღადგინოს. გირჩევთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ ჩაიტაროთ.

frenis kompensacia
frenis kompensacia