5 საუკეთესო ნიღაბი სახის კანისთვის, რომლებსაც ლიმონით დაამზადებთ

36

5 საუკეთესო ნიღაბი სახის კანისთვის, რომლებსაც ლიმონით დაამზადებთ

კანის ბრწყინვალება და უზადო ფერი ნებისმიერი ქალის ოცნებაა. და ჩვენ მივიჩნევთ, რომ არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ამას უნდა დაემატოს - "ბუნებრიობა".
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი კოსმეტიკური საშუალებაა, ბუნებრიობა საუკეთესო საშუალებაა სილამაზის დასახვეწად.

ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი კომპონენტი გახლავთ ლიმონი.  გთავაზობთ რამდენიმე ნიღბის რეცეპტს ლიმონის დამატებით, რომლებიც დაგეხმარებათ კანის ტონუსის გაუმჯობესებაში.

1. ლიმონის წვენი

დაწურეთ ლიმონი და წაისვით წვენი სახეზე ბამბის დისკის მეშვეობით. ის გააუმჯობესებს კანის ფერს, ასევე, გაგათავისუფლებთ ლაქებისა და იარებისგან. გაიჩერეთ 10 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ სახე.

2. ლიმონი, პომიდორი, კურკუმა

შეურიეთ 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. ტომატის წვენი და 1 მწიკვი კურკუმა. ლიმონის, ტომატისა (ლიკოპინები და ანტიოქსიდანტები) და კურკუმას (ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება) დადებითი ზემოქმედება სახის კანისთვის საოცარი შედეგის მომტანია. წაისვით ეს პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წთ. შემდეგ დაიბანეთ.

3. ლიმონი, რძე და თაფლი

შეურიეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. რძის ფხვნილი. მიღებული მასა წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ ცივი წყლით დაიბანეთ. გამოიყენეთ ეს ნიღაბი ყოველდღიურად კანის გასაღიავებლად.

4. ლიმონი და ქოქოსის წყალი

ლიმონისა და ქოქოსის წყლის ნარევი არამხოლოდ აუმჯობესებს კანის ფერს, იგი შესანიშნავად მოქმედებს, როგორც დამატენიანებელი საცხი და გამწმენდი საშუალება. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ქოქოსის წყალს და გამოიყენეთ, როგორც ნიღაბი.

5. ლიმონი და სანდალის ხე

ნახევარი ლიმონის წვენი შეურიეთ 4 კოვზ სანდალის ხის ფხვნილს. თუ მასა ერთგვარი არ გამოვიდა, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი. წაისვით პასტა სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთით. ეს ნიღაბი კანს გააღიავებს, ასევე, დაარბილებს და მოგაცილებთ ლაქებს.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia