თუ ეს მეთოდი აქამდე არ გიცდიათ თმის გასაჯანსაღებლად, დროა დაიწყოთ

1678

თუ ეს მეთოდი აქამდე არ გიცდიათ თმის გასაჯანსაღებლად, დროა დაიწყოთ

არსებობს ინდონეზიური მასაჟის მეთოდი, რომელიც ხსნის თავის კანის დაძაბულობას და ხელს უწყობს თმის გაძლიერებას.

  1. დახარეთ სხეული წინ ისე, რომ თავი წელზე 10-15 სანტიმეტრით ქვემოთ იყოს. მუხლები არ მოხაროთ.
  2. ნახევარი წუთის განმავლობაში თითების საშუალებით თავის კანზე გაიკეთეთ მასაჟი. შემდეგ გასწორდით. პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე.
  3. თავის კანზე მასაჟი ენერგიულად არ გაიკეთოთ, რადგან შეიძლება ფოლეკულა დააზიანოთ. ასევე სწრაფად არ დაიხაროთ. ყველა მოძრაობა შეასრულეთ ნაზად და ძალდაუტანებლად.

არომათერაპია

თმის ცვენის შესაჩერებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეთერზეთები: ლავანდის, კედარის, ლიმონის, გრეიფრუტის როზმარინის. დაამატეთ წყალს ორი წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი და დაბანვის შემდეგ გადაივლეთ.

ქოქოსისა და ზეითუნის ზეთებს დაამატეთ მოცემული ეთერზეთები და მიღებული ნაზავი გამოიყენეთ მასაჟის გაკეთების დროს. პროცედურის შემდეგ შემოიხვიეთ პირსახოცი. შეგიძლიათ დაიტოვოთ მთელი ღამით, დილით კი ჩვეულებრივი წესით დაიბანეთ.

ქილაში ჩაასხით შემდეგი ზეთები მოცემული პროპორციების მიხედვით: ნახევარი ჩ. კ. ჟოჟობას, 4 ჩ. კ. ყურძნის წიპწების, 2 წვეთი კედარის, 3 წვეთი როზმარინის, 2 წვეთი ბეგქონდარას, 3 წვეთი ლავანდის და კარგად აურიეთ.

მომზადებული საშუალება ყოველ საღამოს, ძილი წინ, 2 წუთის განმავლობაში  შეიზილეთ თავის კანზე . შემოიხვიეთ პირსახოცი, დაიტოვეთ მთელი ღამით და დილით კი დაიბანეთ.

რამდნიმე რჩთვა, როგორ მოუარო თმას: 

რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები:

თმის გაზრდის მიზნით სალონისათვის თავის არიდება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ. როდესაც თმა შრება და გაყოფას იწყებს, ზრდა ისედაც ფერხდება. ამიტომ, სტილისტების რჩევით, თუ ჯანსაღი თმა გსურთ, ბოლოები 6-8 კვირაში ერთხელ უნდა მოიჭრათ.

პერიოდულად დაასვენეთ თმა: 

მიეცით თქვენს თმას უფლება, რომ კვირაში ერთი დღე მაინც დაისვენოს და შემსუბუქდეს. ნუ წაისვამთ ნურაფერს, ნუ მიიკარებთ ფენს, მოერიდეთ სალონს და არ შეიკრათ თმა, რომ მისი ძირები ზედმეტად არ დაიჭიმოს.

მოუარეთ თავის ქალას:

თუ თავის ქალა გექავებათ ან კანი გამოგიშრათ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს და ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად თავის ქალის მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იკვებეთ სწორად:

თქვენი თმა კერატინიზებული პროტეინია. შესაბამისად, პროტეინის შემცველი მკვებავების მიღება აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. თმის ენერგიის კიდევ ერთ წყაროს რკინა წარმოადგენს. სწორედ რკინის დეფიციტია ქალებში თმის ცვენის გამომწვევი მთავარი მიზეზი.

მოარიდეთ თმა მხურვალებას:

სასურველი ვარცხნილობის მისაღებად აუცილებელი ატრიბუტები – თმის გასაშრობი, გასასწორებელი და დასახვევი ფენები – თქვენს თმაზე უარყოფითად მოქმედებს. ეცადეთ, გაშრობის დროს არ გამოიყენოთ მხურვალების მაქსიმალური ზღვარი. დახვევის ან გასწორების დროს კი გამოიყენეთ დამცავი სპრეები, რათა მაქსიმალურად შეამციროთ თმის დაწვის უარყოფითი შედეგები.

აუცილებლად სანახავი: 5 დაავადება, რომელსაც ყავის ეშინია - ეს უნდა იცოდეთ

frenis kompensacia
frenis kompensacia