რეცეპტი, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ  ნაწლავების გასაწმენდად, 100%-ით ნატურალური და მოსამზადებლად უმარტივესია.

694

რეცეპტი, რომელსაც სტატიაში შემოგთავაზებთ  ნაწლავების გასაწმენდად, 100%-ით ნატურალური და მოსამზადებლად უმარტივესია.

ჯანმრთელ ნაწლავებზე დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. ის არა – უბრალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, არამედ ორგანიზმის ყველაზე დიდი იმუნური ორგანოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი “სწორი” მიკროფლორა.

ნაწლავების მიკროფლორა მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ის ნაწლავების ეპითელიუმს დაზიანებისგან იცავს, შთანთქმულ საკვებს ხლეჩს და ამუშავებს, ბევრ ვიტამინსა და ამინომჟავას წარმოქმნის, პათოგენური მიკრობებისგან იცავს.

ნაწლავებში ბაქტერიების საერთო მასა 3კგ.-ს აღწევს. მათი ასობით სახეობაა. მიკროფლორის ნებისმიერი ცვლილება (როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი) ორგანიზმზე გავლენას ახდენს.

ნაწლავებში ბაქტერიების მდგომარეობაზე დამოკიდებულია, ადამიანი მიდრეკილი იქნება სიმსუქნისკენ თუ გამხდრობისკენ, ოპტიმიზმისკენ თუ დეპრესიისკენ.

მათი ბალანსის დარღვევა შეიძლება ბევრი სერიოზული დაავადების (დიაბეტი, სიმსუქნე, რევმატული ართრიტი, ქრონიკული დაღლის სინდრომი და სხვა) განვითარების ბიძგი გახდეს.

გამწმენდი საშუალების შემადგენლობა გაჯერებულია სასარგებლო საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნატურალური ინგრედიენტებით. მის მოსამზადებლად რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ

საჭირო ინდრედიენტები:

  • ცხელი წყალი ½ ჩ. ჭ.
  • ზღვის ან ჰიმალაის მარილი ½ ჩ. კ.
  • ლიმონის წვენი 2 ჩ. კ
  • ვაშლის ნატურალური წვენი ½ ჩ. ჭ.
  • ჯანჯაფილის წვენი  1 ჩ. კ.

მომზადების წესი:

  1. გააცხელეთ 150 მლ წყალი, მაგრამ არ აადუღოთ. დაამატეთ მარილი, ჯანჯაფილი, ლიმონი და ვაშლის წვენი. კარგად აურიეთ და დაუყონებლივ დალიეთ.
  2. მომზადებული ნარევი მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის პროცესში დღის განმავლობაში დალიეთ 7 ჩ. ჭ. წყალი. უმჯობესია წყალი მიიღოთ დილა-საღამოს, რათა ღამით აირიდოთ ხშირი შარდვა.

მიუხედავად იმისა, რომ საშუალება აბსოლიტურად უსაფრთხო და ბუნებრივია ალერგიის, ფეხმძიმობის ან  გარკვეულ მედიკამენტების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გაიარეთ ექიმის კონსულტაცია.

თუ დიაბეტი გაქვთ, არ გამოიყენოთ შემოთავაზებული გამწმენდი საშუალება, რადგან ვაშლის წვენი გაჯერებულია ნატურალური შაქრით.

ჰიპერტენზიის შემთხვევაში უარი თქვით ჯანჯაფილის გამოყენებაზე, რადგან მას შეუძლია არტერიული წნევის აწევა.

მკურნალობა ჩაიტარეთ 2-დან 7 დღემდე.  მიიღეთ შემოთავაზებული საშუალება და მოიწესრიგეთ ნივთიერებათა ცვლა, ააქტიურებს საჭმლის მომნეებელი სისტემის ფუნქციონირებას, გაიწმენდთ ორგანიზმს ნარჩენებისგან და შეძლებთ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

frenis kompensacia
frenis kompensacia