იტალიური პასქა ,,პანეტონე“ – ნახეთ რეცეპტი და თავად სცადეთ

4863

ჩვენ გთავაზობთ იტალიური პასქის რეცეპტს, ყურადღებით გაეცანით მომზადების წესებს და თავად სცადეთ მისი მომზადება! უგემრიელესია!

ინგრედიენტები:

– 170 გ ქიშმიში
– 20 გ რომი
– 20 გ ცხელი წყალი
– 3 კვერცხი
– 1 პაკეტი ვანილი
– 40 გ თაფლი
– 130 გ ცუკატები
– 540 გ ფქვილი
– 150 გ შაქარი
– 5 გ მშრალი საფუარი
– 2 გ მარილი
– 60 გ ლიმონის ცედრა
– 250 გ შერბილებული ნაღების კარაქი
– 1 ს/კ გამდნარი ნაღების კარაქი
– 1 ს/კ გაგრილებული ნაღების კარაქი

მომზადება:

1. დაასხით ქიშმიშს რომი და 2 ს/კ თბილი წყალი.
2. აურიეთ ფქვილი, საფუარი, შაქარი, მარილი, ლიმონის ცედრა და ვანილი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი თაფლთან და თბილ წყალთან ერთად.
3. აურიეთ მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასასთან ერთად, გამოიყენეთ ბლენდერი. ნელნელა დუამატეთ დარბილებული კარაქი, არ შეწყვიტოთ თქვეფა.
4. შეურიეთ ქიშიში და ცუკატები კარაქთან ერთად, მზა მასა ჩაასხით ცომში.
5. გადაიტანეთ ცომი ფორმებში,დაახურეთ თხელი ფენა, ცომი ამოფუვდება 15 საათის განმავლობაში, უნდა გაიზარდოს მოცულობა 3-ჯერ.
6. მზა ცომს ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ და გამოიყვანეთ მისგან პატარა ბურთები.
7. გადაიტანეთ ბურთულები ფორმებში და დატოვეთ კიდევ 4-5 საათით თბილ ოთახში.
8. გაახურეთ საცხობი 190 გრადუსზე.
9. მოათავსეთ ფორმები ღუმელში, თავზე გაუკეთეთ პატარა ჯვრები და შიგ მოათავსეთ კარაქის პატარა ნაჭერი. პასქის მზაობა უნდა შეამოწმოთ ასანთის ღერის დახმარებით( ის ცომიდან მშრალი უნდა ამოიღოთ)
10. გამოიღეთ პასქები და დაელოდეთ გაგრილებას, შეგიძლიათ მორთოთ გამომშრალი ხილით ან მინანქრით.

frenis kompensacia
frenis kompensacia