“ამ რეცეპტმა ნაოჭები გამიქრო!”- მკითხველის სასწაულმოქმედი მეთოდი!

9629

"ამ რეცეპტმა ნაოჭები გამიქრო!"-  მკითხველის სასწაულმოქმედი მეთოდი!

ყველანი ვთანხმდებით, რომ ჯანმრთელი სახის კანი სილამაზის აუცილებელი ატრიბუტია. დღესდღეობით უამრავი პროცედურა არსებობს, რათა სახის კანი რაც შეიძლება ჯანსაღი, დატენიანებული და ლამაზი იყოს.

ქიმიური მანიპულაციები საკმაოდ დიდ დროსა და თანხებს მოითხოვს, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი და უსაფრთხო არ არის. დღევანდელ ბლოგში მოგცემთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს სწორად.

ჯანმრთელი კანისთვის აუცილებელია რუტინის ჩატარებისას დავიცვათ პროდუქტთა თანმიმდევრობა. ერთი შეხედვით, შეიძლება უმნიშვნელო მოგვეჩვენოს, თუმცა, როგორც წესი, თუ გვინდა, რომ პროდუქტი, რომელსაც ვიყენებთ, ეფექტური იყოს, აუცილებელია, რომ დავიტანიოთ სწორ დროს.

შედარებით მსუბუქი ტექსტურის პროდუქცია რუტინის დასაწყისში უნდა გამოვიყენოთ, რათა კანმა მარტივად შეიწოვოს და სხვა, შედარებით მძიმე პროდუქტებმა არ გადაფარონ მისი ეფექტიანობა.

სტატიაში შემოგთავაზებთ კანის გამაახალგაზრდავებელი ნიღაბის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

ზეითუნის ზეთი 5 წვეთი, ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი 10 წვეთი, ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე 2 -3 ს. კ.

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ და მომზადებული მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე. ნიღაბი სამოქმედოდ დაიტოვეთ 30 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 3-ჯერ.

შემოთავაზებული საშუალება შეგიძლიათ გამოიყენოთ ყელზე, მკერდზე,  ხელებზე არსებული ნაოჭებისა და კანის სხვა პრობლემების საწინააღმდეგოდ.

აუცილებლად სანახავი: ლიმონიანი წყლის დილით დალევის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

frenis kompensacia
frenis kompensacia